Rus. Платформа древняяE. Ancient platform,craton დედამიწის ქერქის უმთავრესი სტრუქტურა, კონტინენტის ყველაზე ძველი, ნაკლებად მოძრავი ნაწილი, რომლის ფუნდამენტი ჩამოყალიბდა არქეულში და პროტეროზოულში. ბაქნის საფარი აგებულია დანალექი, იშვიათად გვიანპროტეროზოულ-ფანეროზოული ასაკისვულკანური ქანებისაგან, ახასიათებს ნელი დაძირვა, დანაოჭებას ადგილი არ ჰქონია.იშვიათად ვლინდებოდა ტრაპული მაგმატიზმი. გამოყოფენ აღმოსავლეთ ევროპის, ციმბირის, ჩრდილო ჩინეთის, სამხრეთ ჩინეთის, ინდოსტანის, ავსტრალიის, ჩრდილო ამერიკის,სამხრეთ ამერიკის,ანტარქტიდის ბაქნებს.სინ.;კრატონი.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200.