დედამიწის ზედაპირის ფორმათა ერთობლიობა; განსხვავებული სიდიდის, წარმოშობის, ასაკისა და განვითარების იტორიის მქონე რელიეფის ფორმათა ერთობლიობა. რელიეფის ფორმირებაში მონაწილეობენ ენდოგენური და ეგზოგენური (გამოფიტვა, ეროზია) პროცესები. მნიშვნელოვან როლს თამაშობს გრავიტაციული მოვლენებიც.დედამიწის რელიეფისათვის დამახასიათებელია დადებითი და უარყოფითი ფორმების მონაცვლეობა. გამოყოფენ პლანეტარული მასშტაბის რელიეფის ფორმებს, მეგარელიეფს, მაკრორელიეფს, მეზორელიეფს, მიკრორელიეფს და ნანორელიეფს. მეზო და მიკრორელიეფის ჩამოყალიბებაში აქტიურად მონაწილეობს ადამიანი.
Source: განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ცწყარო : ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების