Rus. Рельеф апалачского типаE. Apalachian-type relief ინვერსიული რელიეფის ტიპი. დამახასიათებელია ძველ მთათა სისტემებისათვის, რომელთა სტრუქტურულ აგებულებაშიც მონაწილეობენ მრავალრიცხოვანი ანტიკლინური და სინკლინური ნაოჭები. მთავარი მდინარეების ხეობები გამომუშავებულია ანტიკლინურ სტრუქტურებში რბილი ქანების გადარეცხვის შედეგად, ხოლო მტკიცე ქანებით აგებულ სინკლინებს შეესატყვისებ არელიეფის დადებითი ფორმები. ამრიგად, იქმნება მრავალრიცხოვანი, თითქმის თანაბარი სიმაღლის პარალელური ქედებისა და სერების სისტემა.
Source: განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ცწყარო : ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების