1.რღვევებით შემოფარგლული დედამიწის ქერქის უბნები, რომლებმაც განიცადეს ვერტიკალური გადაადგილებები. ხასიათდებიან სწორკუთხოვანი საზღვრებით და რამდენადმე თანაბარი სიმაღლეებით. აწეულ ბელტს ჰორსტს უწოდებენ, დაწეულს -გრაბენს; 2.მყინვარისაგან მოწყვეტილი და გადაადგილებული რამდენიმე ათეული მეტრის სიდიდის კლდოვანი ბელტი, რომელიც გადაიტანება ათეული და ასეული კმ-ის მანძილზე (ერატული ლოდი);3. 1 მეტრის დიამეტრის ლოდები; 4. ბალახიანი,კორდიანი მიწის მონაჭერი.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200.