Rus. Рельеф зрелыйE. Mature relief რელიეფის ჰორიზონტალური და ვერტიკალური დანაწევრება; გეომორფოლოგიური ციკლის სტადია, რომლის დროსაც რელიეფი ინტენსიურადაა დანაწევრებული და განიცდის ძლიერ დიფერენციაციას. ხეობის ფერდობები უფრო დამრეცია, ვიდრე ახალგაზრდობის სტადიაში. ხეობათა ქსელის სიხშირე მაქსიმალურია. საწყისი ზედაპირი თითქმის განადგურებულია. სიმწიფის სტადიის ერთ-ერთი მაჩვენებელია ხეობებში კალაპოტის გაჩენა.
Source: განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ცწყარო : ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების