Rus. Инверсия рельефаE. Inversion of relief, inversion of topography რელიეფის ფორმებსა და ტექტონიკურ სტრუქტურებს შორის ისეთი დამოკიდებულებაა, როცა ანტიკლინურ სტრუქტურებში ხეობებია გამომუშავებული, ხოლო წყალგამყოფი ხეობები ან ქედები სინკლინებს უკავია (რელიეფის დადებითი ფორმა). ასეთ მოვლენას ადგილი აქვს იმ შემთხვევასი, როცა ანტიკლინის გული აგებულია ეროზიისადმი ნაკლებად მდგრადი ქანებით, ხოლო სინკლინის გული -მკვრივი ქანებით. რელიეფის ინვერსიას ადგილი აქვს მაშინაც, როდესაც ლავური ნაკადი ავსებს ვულკანის ფერდობზე ადრე არსებულ ხეობას და მის ადგილზე წარმოშობს ახალ წყალგამყოფს, ეს აიძულებს მდინარეს, გამოიმუშაოს ახალი კალაპოტი ძველ წყალგამყოფზე.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც