Rus. Формы рельефаE. Topographic forms< რელიეფის ყველაზე გამორჩეული ან შესამჩნევი ფორმები, დამახასიათებელი მოხაზულობით და წარმოშობით. ფორმები შეიძლება იყოს დადებითი და უარყოფითი, მარტივი ან რთული, დახშული ან გახსნილი.მარტივი რელიეფის ფორმები წარმოიშობა ერთი რელიეფის წარმომქმნელი პროცესით, მაგ., დიუნა - ეოლური პროცესით, ხრამი - ეროზიით, ზღვიური ტერასა - აბრაზიით.რთული ფორმების ფორმირებაში მონაწილეობს რამდენიმე ეგზოგენური ფაქტორი., მაგ., ხეობის გამომუშავება ხდება ეროზიით, აკუმულაციით, დენუდაციით, გრავიტაციით და ენდოგენური ფაქტორის - ტექტონიკური მოძრაობების მონაწილეობით. ურთულესი რელიეფის ფორმების შექმნაში უკვე თანაბარი ძალით მონაწილეობს ენდოგენური და ეგზოგენური პროცესები. რელიეფის ფორმების კლასიფიკაცია ხდება ზომის, მორფოლოგიის, გენეზისის და ასკის მიხედვით.
Source: განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ცწყარო : ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების