Rus. Цикличность рельефообразованияE. Cyclie relief development რელიეფწარმომქმნელ პროცესთა კანონზომიერი მონაცვლეობა განპირობებულია ტექტონიკური მოძრაობებისა და კლიმატის რიტმული ცვალებადობით, ციკლურობით, რის შედეგადაც შეიმჩნევა განსხვავებული გენეზისის რელიეფის თანმიმდევრული ფორმირება - ჯერ ტექტონიკურის, ხოლო შემდგომ დენუდაციურის. ერთდროულად წარმოიქმნება მათთან დაკავშირებულ კორელაციურ ნაფენთა მთელი სერია. რელიეფის განვითარების ციკლურობა ერთი და იმავე ფორმის განმეორებაში კი არ მდგომარეობს, არამედ დედამიწის ზედაპირის კანონზომიერ, მაგრამ არაგანმეორებად ლითოლოგიურ-გეომორფოლოგიურ განვითარებაში. რელიეფწარმოქმნის ციკლთა სიმრავლე რელიეფის განვითარების სირთულეს იწვევს.
Source: рфологических терминов / განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геомо [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ცწყარო : ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების