* - <
[ {
Ֆ
ეა ებ ეგ ედ ეე ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ეჟ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეღ ეყ ეშ ეჩ ეც ეძ ეწ ეჭ ეხ ეჯ ეჰ ეჴ
ეთა ეთე ეთნ ეთრ ეთქ

ეთერი

Arm. ჰურ ZAa.
ცეცხლი არს შემცველი ჰაერისა ცათა უდაბლესად ZA.

ესე არს ცეცხლი ცათა ქვემორე შემცველი ჰაერისა, რომელი მეცხრის ცისა აღმოსავლით დასავლად იჩქითად მსრბოლობასა იძულებით თანა ჰყვებიან სხვა ცთომილთა სფერონიცა და მათისა მსწრაფლ ქცევათაგან აეთერებენ თვისასა ახლორე ჰაჲრსა და მით იქმნების ცეცხლი, ხოლო რა იშთამოებს ჰაჲრ B. ეთრიოჲ. ეთერი არს ცეცხლი მეყსეულად შემდგომად ცისა დაწესებული და გარე შემცველი ჰაერისა, რომელსა ვერც(ა) მიიახლების (მ)ფრინველი, ვერცა ქარი და ღრუბელი, ვერცა ეშმაკნი ა(ღ)ვლენ ზედა (ზეცად D) კერძო მისსა. ხოლო არს ეთერისა მის სიმგრგვლე ას სამოცდა(ა)თხუთმეტჯერ ათას ოთხმოცი ეჯი, სივრცე მისი ოცდა(ა)თ ხუთმეტჯერ ათას შვიდასი ეჯი, ქვეყანით (ქვეყნიდამ CqD) იქიმდე არს ათხუთმეტჯერ ასი ათას რვაასი ეჯი CD. ეთერი არს ცეცხლი მეყსეულად შემდგომად ცისა დაწესებული და გარე შემცველი ჰაერისა. ხოლო ეთერისა მის სიმგრგვლე არს ას სამოცდაათხუთმეტჯერ ასი ათას ოთხმოცი მილიონი, სივრცე მისი ოცდა ათხუთმეტჯერ ასი ათას შვიდასი მილიონი, ქვეყნიდამ იქიმდე არს თხუთმეტჯერ ასი ათას რვაასი მილიონი E.

See also: ცა
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9