* - <
[ {
Ֆ
ზა ზე ზვ ზი ზმ ზნ ზო ზრ ზუ ზღ ზჳ ზ
ზღ ზღა ზღვ ზღმ ზღრ ზღუ ზღჳ

ზღუდე

(+ 16, 11 ესაია ZAa) (+ ესე Z) არს ყოველ(ი) სიმგრგვლით შემოვლებული, რაჲც რაჲვე იყოს გარ მონავლები ქალაქთა, დაბათა, სახლთა, წალკოტთა, სათვალეთა, გინა თვალთა პატიოსანთა. გ ა ლ ა ვ ა ნ ი არს არა ზღუდე, არამედ კედელი მაგარი გრძლად ნაგები; ე ზ ო არს არა გარე ზღუდედ მოვლებული, არამედ წინათ კერძო ანუ გვერდით მოხრილი კედელი, რათა შუა ადგილი აქვნდეს; კარავთა გარე მოსაზღუდავთაცა ე ზ ო დ სახელედების (სახელ–სდებენ A), ბ ა კ ი არს ზღუდე ხვასტაგთათვის, რაჲსაგანც მოვლებული იყოს; გ ი ს ს ო (ნ) ი არს ზღუდე სიმაღლით სამი წყრთა; დ რ უ ს ო არს ზღუდე ქვისა მაღალი კეთილ(ად) ნაგები კოშკ–კოშკოვანი; ხ ი მ ი არს ლერწმითა და ლელითა მობაკული; ღ ო ბ ე არს ჯალჯითა და ძეძვით მომტკიცებული; ყ ე რ ო არს სხვილი ძელი აღმა დასობით მოვლებული; ხ ი რ ხ ა ლ ი არს სხვილის ძელით სამ–ოთხ რიგად სიგრძედ შემოვლებული; მ ა ს ა რ ი არს წვრილის (წვლილის A) ძელით ყეროს მსგავსად (მსგავსი A) (+ შემოვლებული Z), (+ ხოლო A) კ ა წ ა ნ ი (+ არს Z) ძეძვი პირაღმა მოვლებით მდგარი (მდგარად A) ბაკივით, (+ ძ ე ლ ყ ო რ ე, არს ძელითა და ქვით ბაკი მოვლებული Z) 2, 9 ქება ZA.

ესე არს ყოველივე სიმგრგვლით შემოვლებული, რაჲც რავე იყოს გარმონავლები ქალაქთა, დაბათა, სახლთა, წალკოტთა, სათვალეთა თუ თვალთა პატიოსანთა. ხოლო გ ა ლ ა ვ ა ნ ი არა ზღუდესა ეწოდების, არამედ კედელთა მაგართა გრძლად ნაგებთა; ე ზ ო არს არა გარე ზღუდედ მოვლებული, არამედ წინათ ანუ გვერდით მოხრილი კედელი, რათა შუა ადგილი აქვნდეს, კარავთა გარე მოსაზღუდავთაცა ე ზ ო დ უწოდენ; ბ ა კ ი ზღუდე არს ხვასტაგთათვის რაისაგანც მოვლებული; გ ი ს ს ო ნ ი არს ზღუდე სიმაღლით სამი წყრთა; დ რ უ ს ო არს ზღუდე ქვისა მაღალი კეთილნაგები კოშკ–კოშკოვანი; ხ ი მ ი არს ლერწმითა და ლელით მობაკული; ღ ო ბ ე არს ჯალჯითა და ძეძვით მომტკიცებული; ყ ე რ ო არს სხვილი ძელი აღმა დასობით მოვლებული; ხ ი რ ხ ა ლ ი არს სხვილის ძელით სამ–ოთხ რიგათ სიგრძით შემოვლებული; მ ა ს ა რ ი არს წვლილის ძელით, მსგავსი ყეროსა B. ზღუდედ ითქმის ყოველივე შემზღუდველი სიმგრგვლით, რაჲც(ა) რავე იყოს, კვალად შესაზღუდავი ქალაქთანი, გინა დაბათა, ანუ მცირეთა სათვალეთა და თვალთა პატიოსანთა ბუდე. ხოლო ესე ზღუდენი განიყოფებიან ათსამად (ათორად D): ზღუდედ, გალავნად, ეზოდ, ბაკად, ღობედ, ყორედ, ყეროდ (ყეროდ–ყორედ CbqD), გისსოიდ, ხირხლად, (+ დრუსოდ C) მასარად, ხიმად და კაწ(ა)ნად. ზ ღ უ დ ე არს ყოვლისავე, რასაცა გარე(მო) მოვლებული აქვნდეს, გინა ქალაქთა, გინა სათვალეთა და სხვათა ყოველთავე; გ ა ლ ა ვ ა ნ ი არს არა გარ(ე) ზღუდედ მოვლებული, არამედ საშუალ სიგრძესა ქვითკირითა ანუ ალიზითა ნაგები; ე ზ ო არს სახლისა ზღუდე მოვლებული ანუ განით(ი)–განად, გინა სიგრძითი–სიგრძედ მოხრით მოვლებული, გინა კარავთა გარეგან მოსავლებელი, რამეთუ მასაც ზღუდედ უწოდენ, რომელსა ს ი ნ დ ო ნ ი ეწოდების; ბაკი არს ხვასტაგთათვის მომტკიცებული, რაჲსაგან(ა)ც იყოს სიმგრგვლედ; ღ ო ბ ე არს ჯალჯთა და ძეძვთამიერი ზღუდე; ყ ო რ ე არს ქვითა უკიროდ აღნაგები ზღუდე, გინა კედელი; ყ ე რ ო არს1 სხვილი ძელი ზეაღმართებით მოვლებული ზღუდედ; გ ი ს ს ო ი არს ზღუდე სიმაღლით სამი წყრთა; ხ ი რ ხ ა ლ ი არს ძელთაგან სიგრძედ (სიგრძეზე Cq) სამ–ოთხად ზე–ქვე(მ)ობით მოზღუდვილი; დ რ უ ს ო არს ზღუდე ქვის კოშკიანი დიდი და კეთილად შენებული; მ ა ს ა რ ი არს არა სხვილი ძელი, არამედ მოსხო ხით ყეროს მსგავსად მოზღუდვილი; ხ ი მ ი არს ლერწმითა და ლელითა და მისთანა(თა) მოზღუდვილი; კ ა წ ა ნ ი არს ძეძვი ზე აღმართებით მოვლებული CD. ზ ღ უ დ ე ზოგადი სახელი არს ყოელთა ზღუდეთა, ქალაქთასა გინა ციხეთა, ანუ მცირეთა სათვალეთა; და თვალთა პატიოსანთა ბუდესაცა ზღუდედ უწოდენ. ხოლო ესე ზღუდე განიყოფების ათ[ერთა]დ: ზღუდედ, გალავნად, ეზოდ, ბაკად, ღობედ, ყორედ, ყეროდ, ხირხლად, მასარად, [ხი]მად და კაწნად. ზ ღ უ დ ე არს ყოველსავე, [რასაცა] გარე მოვლებულ აქვან, გინა დიდსა შენობასა, გინა სათვალესა და საშუალ ამათ[სა]; გ ა ლ ა ვ ა ნ ი არს არა გარ–ზღუდედ მოვლებული, არამედ საშუალ სიგრძესა ზედა ქვითკირითა ანუ ალიზით ნაგები; ე ზ ო არს არა სიმგრგვლ[ით ზღუდესაებრ] არცა გალავანებრ სიგრძედ, [ არამედ .....; განით]–განითგან ანუ სიგრ[ძით–სიგრძე]მდე მოხრი[თ] მოვლებული ქვითკირი, გინა ალიზი; და კარავ[ის] ეზოცა ითქმიან; ბ ა კ ი არს ხვასტაგთათვის მომტკიცებული, რაჲსაგანც იყოს სიმგრგვლედ; ღ ო ბ ე არს ჯარჯთა და ძეძვთამიერი ზღუდე; ყ ო რ ე არს ქვითა უკიროდ აღგებული ზღუდე; ყ ე რ ო არს სხვილი ძელი ზეაღმართებით მოვლებული ზღუდე; ხ ი რ ხ ა ლ ი არს ძელთაგან სიგრძეზე სამ–ოთხად ზე–ქვეობით მოზღუგვილი; მ ა ს ა რ ი არს არა სხვილი ძელით, არამედ მოსხო ხით ყეროს მგზავსად მოზღუდვილი; ხ ი მ ი არს ლერწმითა და ლელით და მისთანათი მოზღუდვილი; კ ა წ ა ნ ი არს ძეძვი ზეაღმართებით ნათესთათვის მოვლებული E.

1 აქედან D ხელნაწერს აკლია ფურცელი.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9