* - <
[ {
Ֆ
აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ აჭ ახ აჯ აჰ აჴ
არ არა არბ არგ არდ არე არვ არზ ართ არი არკ არმ არნ არო არრ არს არტ არქ არღ არყ არშ არჩ არც არძ არწ არხ არჯ

ართრონი

არიან ასოები, რომელიმე წინა მოეზავებიან სიტყვათა და რომელიმე უკანა და გვარიან ჰყოფენ და დაატკბობენ, არამედ ლათინთა და ელლენთა ენათა შინა უმრავლეს და ერთს რიგზე გაწყობით არიან, ხოლო ქართულში წინა-უკმო, ამისთვის ღრამმატიკოსთა შინა დამიწერია Z.

არიან ასოები, რომელნი წინა მოეზავების სიტყვათა ანუ უკანის და გვარიან ჰყოფს და დაატკბობს, არამედ ლათინთა და ელლენთა ენათა შინა უმრავლეს და უკეთ არიან. ამისთვის ღრამატიკოსსა შინა სწერია სწავლება A. ესე ართრონი არიან ასოები. რომელნი წინა მოეზავებიან სიტყვათა ანუ უკანის და გვარიან ჰყოფენ და დაატკბობენ, არამედ ლათინთა და ელენთა ენათა შინა უფროსად წინა მოეზავებიან. და ხუთნი იგი ჴმოანი ასონი უმრავლესად ართრონ არიან, რომლითა დედალ-მამლული ენა გამოითქმის. ხოლო ვიეთთა აღუწერიათ, ქართულთა შინა ართრონი არა ძესო, არა დაჰკვირვებია, თვარამ ართრონი ძეს და არა მათებრ, არამედ რომელიმე წინა კერძო სიტყვათასა და უმრავლესი შემდგომად, რამეთუ ბერძულ ეწოდებიან ღმერთსა თეოს, ხოლო რა ართრონი დაუსვა, ითქმის ო თეოს. ესრეთ მოკლედ განიშნო. ეგრეთვე ქართულთა შინა: ჵი ღ~თო, ჵი უფალო და ეგევითარნი. მხედვარეობისათვის – აგამხედველე და გიხაროდენისათვის – ეგიხაროდენა, გინა აგიხაროდენა და ეგევითარნი. ძველთა წერილებთა შინა მრავალნი მინახვან. ხოლო ბოლოდ კერძო ურიცხვნი სხენან სიტყვათა მიმოღვლარჭნისათვის. და მამალ-დედლურის სიტყვისათვის მან და მანა, სთან დამიწერია. ხოლო ქართულთა ართრონი თავთანი არიან ესენი: ა, აი, აჲ,აე, ან, აუ, აღ, გა, გან, გე, გი, და, დაღა, ე, ვ, ი, ია, მ, მე, მი; ნ, ნა; ს, სა; უ, შე; წ, წა, ჵ; ბოლოს ართრონი ესე: ა, აო, გან, და, დე, დი, დო, ე, თ, ი, ია, მ, ნ, ნა, ნე, ნი, ნეო, ნო, ო, ს, სა, ღა, ში, ც, წიე. ესენი არიან და საშუალი სხვანიცა B. ართრონი2 დანიშნულად ითქმის ესრეთ, რამეთუ ისინი რომელიმე წინა მოეზავებიან სიტყვათა, გინა უკანის და გვარიან ჰყოფენ, არამედ ქართველთა ენათა შინა ეგოდენ მრავლად არა სხენან, ვითარ ბერძულთა ენათა შინა, რამეთუ ბერძულებ ეწოდების ღმერთსა თეოს, ხოლო უკეთუ დაუსხა ართრონი, ითქმის: ო თეოს. ესრეთ არს ართრონი. და არიან ბერძულთა ენათა შინა ათსამეტ(ნ)ი ართრონი. ხოლო ქართულისა ენათათვის რომელთამე დაუწერიათ, არა იქმნებიან(ო) ართრონიო. იქმნებიან ქართულად(აც) ართრონნი, არამედ ბერძულთა სიტყვათა ართრონნი უმრავლესი წინა კერძო დაუჯდება, ვითარცა თეოს-ო თეოს. ხოლო ქართულთა სიტყვათა უმრავლესი ბოლოს კერძო დაუჯდების და თავადაც მრავალი მოვალს, ვითარცა ღ~ თისათვის: ჵიღ~ თო, გინა ჵი უფალო, და ეგევითარ(ნ)ი; მეფეთათვის–ჰ მეფე, და მხედვარეობისათვის–აგამხედველე და გიხარედონისათვის– ეგიხაროდენა და ეგევითარნი, ხოლო ბოლოდ კერძო უმრავლესი მოვალს სიტყვის მიმოღვლარჭნისათვის, რამეთუ მამალ-დედლურთა ენათა შინა უმრავლეს არიან ართრონი. ხოლო ქართულიცა ენა ითქმიან მამალ–დედლად უკეთუ ენებოსთ, რამეთუ პირვანდელთა წიგნთა შინა მრავალგან მინახვან ეგრე. მამალ-დედლურითა სიტყვით ნაწერი, რომელთამე ადგილთა აქაცა ჩამირთავს ქვემორე, ხოლო ჵიცა და მრავალნი სხვანი ასოთაგანნი ართრონნი არიან Cab. ართრონი დანიშნულად ითქმის ესრეთ, რამეთუ ასონი, რომელიმე წინა მოეზავებიან სიტყვათა, გინა უკანის და გვარიან ჰყოფენ. არამედ ქართულთა ენათა შინა ეგოდენ მრავლად არა სხენ, ვითარ ბერძულთა ენათა შინა, რამეთუ ბერძულებ ეწოდების ღ~ თსა თეოს, ხოლო უკეთუ დაუსხა ართრონი, ითქმის ო თეოს. ესრეთ არს ართრონი. და არიან ბერძულთა ენათა შინა ათსამეტი ართრონი, ხოლო ქართულისა ენათათვის, რომელთამე დაუწერიათ, არა იქმნებიან ართრონიო. იქმნებიან ქართულად ართრონი, არამედ ბერძულთა სიტყვათა ართრონნი უმრავლესი წინა კერძო დაუჯდება, ვითარცა თეოს,– ო თეოს, ხოლო ქართულთა სიტყვათა ბოლოს კერძო დაუჯდების და თავადაც მრავალი მოვალს, ვითარცა ღ~ თისათვის – ღთაება, და მეფეთათვის–გამეფება და მხედვარეობისათვის–აგამხედველე და გიხარედონისათვის–ეგიხარედონა და ეგევითარნი. და ბოლოდ კერძო უმრავლესი მოვალს სიტყვისა მიმოღვლარჭნისათვის. რამეთუ მამალ–დედლურთა ენათა შინა უმრავლეს არიან ართრონი, ხოლო ქართულიცა ენა ითქმიან მამალ-დედლად, უკეთუ ენებონ. რამეთუ პირველთა წიგნთა შინა მინახვან ეგრე მამალ–დედლური ენით ნაწერი. ჵიცა ართრონი არს და სხვა ასონიცა რომელიმე Cq.

 
2ეს განმარტება სწერია "ართრონვილ,თან".
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9