* - <
[ {
Ֆ
თ< თა თბ თე თვ თთ თი თლ თმ თნ თო თრ თუ თქ თხ თჳ
თაბ თაგ თავ თათ თაკ თალ თამ თან თარ თას თაფ თაქ თაღ თაყ თაჯ თაჴ

თამაშობა

L. ჯოგარე B.
Turk. ოინამაღ ZAaB, [ოინმაღ] E.
Arm. ხაღალ Z, ხაღ BE.
(+ თ ა მ ა შ ა თათრულად სანახავსა ჰქვიან, ხოლო თ ა მ ა შ ო ბ ა ქართულად მღერა–შექცევათა სახელია. და Z) ესეცა განიყოფების (განიყოფებიან A), ექვსად: ასპარეზობად (ასპარესობად Aa), მღერად, ფუნდრუკად, ხუნტრუცად, როკვად და შექცევად. მ ო ა ს პ ა რ ე ზ ო ბ ა (ჲ) არს მჴედართა მიერ ანძათა ისრისა სრევა, ბურთთა ყვანჭსა (ყვანჭითა A) ცემა, საგანთა სროლა და ეგევითარნი; მ ღ ე რ ა არს ესენიცა (+ და ZAB) ჭადრაკთა და ნარდთა და ყოველთა სამორინოთა (სამორინეთა A) თამაშობა, და ოროლთა მრავალგვარად ბრუნებასაც(ა) მღერად(ვე) იტყვიან; ფ უ ნ დ რ უ კ ი არს ვაჟებთა მიერ (ს)რბოლა, ხლდომა (+ და Z) სხვანი მრავალსახენი სიკისკასენი; ხ უ ნ ტ რ უ ც ი არს ქალთა მიერ(ნ)ი ფუნდრუკ(ნ)ი ძალისაებრ მათისი; რ ო კ ვ ა არს სამა, ცეკვა, ბუქნა, კოჭა, ფერჴული, მგრგვალ(ა)თ წყობა და რაოდენიცა ებანთა და ფანდურ(ი)თა მიერ იქმნებიან (იქმნების A); შ ე ქ ც ე ვ ა არს ესენიცა და კენჭებითა და ჩხირებითა და ვეგითა და სხვითა ღონისძიებითა ჭმუნვა(ნი) განიქარ(ვ)ონ ZA.

თამაშობაცა განიყოფებიან: ასპარეზობად, მღერად, ფუნდრუკად, ხუნტრუცად, როკვად და შექცევად. მ ო ა ს პ ა რ ე ზ ო ბ ა არს თამაშობა მჴედართა მიერ ანძათა ისართა სრევა, ბურთთა ყვანჭითა ცემა, საგანთა სროლა და ეგევითარნი; მ ღ ე რ ა არს ესენიცა და ჭადრაკთა, ნარდთა და ყოველთა სამორინოთა თამაშობა, და ოროლთა მრავალგვარად ბრუნებათა მღერადვე იტყვიან; ფ უ ნ დ რ უ კ ი არს ვაჟებთა მიერი თამაშობა, რომელნი რბიან, ხლდებიან და დღისით და ღამით მრავალთა რასმე იქმენ სხვადასხვაობათა; ხ უ ნ ტ რ უ ც ი არს ქალთა მიერი ფუნდრუკი ძალისაებრ მათისა; რ ო კ ვ ა არს თამაშობა, სამა, ცეკვა, ბუქნა, კოჭა, ფერჴული, მგრგვალთა წყობა და რაოდენიცა ებანთა, ფანდურთა და ტყველვათა მიერ იქმნების; შ ე ქ ც ე ვ ა არს ესენიცა და კენჭებითა და ჩხირებითა და ვეგითა და სხვისა ღონისძიებითა ჭმუნვა განიქარვონ B. თამაშობაცა განიყოფებიან: ასპარეზობად, მღერად, ფუნდრუკად, ხუნტრუცად, როკვად1 და შექცევად. მ ო ა ს პ ა რ ე ზ ო ბ ა არს თამაშობა მჴედართა მიერ ძელთა ისრისა სრევა, ბურთთა ყვანჭისა ცემა, აგრევე საგანთა სროლა და ეგევითარი; მ ღ ე რ ა არს თამაშობა მორინეთა მიერ ჭადრაკთა და ნარდთა, ბიანქოთა, ქოსთა და ეგევითართა, ხოლო ოროლითა მღერასაც(ა) იტყვიან; ფ უ ნ დ რ უ კ ი არს ვაჟთა მიერ თამაშობა, რომელნი რბიან და ხლდიან და დღე და ღამე იქმან მრავალრიგთა სხვადასხვაობათა; ხ უ ნ ტ რ უ ც ი არს ქალთამიერ(ი) ფუნდრუკი (ფუნდრუკება CqD) ძალისაებრ მათისა; რ ო კ ვ ა არს სამა, ცეკვა, ბუქნა, ფერჴული; მგრგვალთა წყობა და რაოდენნი ებანთა და ბარბითთა და ფანდურთა და სამწყობროთა და ტყველვათა მიერ იქმნებიან; შ ე ქ ც ე ვ ა არს გინა ამათ ყოველთა ზედა, გინა კენჭებითა და ჩხირებითა, გინა ვეგითა და სხვათა (+ და სხვათა Cb) ღონის ძიებითა განიქარვებ(დ)ენ ჭმუნვათა CD. განუმარტავია E.

1 აქედან გრძელდება ისევ D ხელნაწერი.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9