* - <
[ {
Ֆ
თ< თა თბ თე თვ თთ თი თლ თმ თნ თო თრ თუ თქ თხ თჳ
თოდ თოვ თოთ თოი თოკ თომ თონ თორ თოფ თოღ თოშ თოხ თოჴ

თოვლი

L. ნევე B.
Turk. ყარ ZAaBCDE.
Arm. ძინ BCD, ძინიენ E.
(3, 70 დანიელ) რა წვიმას ზამთარს ცივი ჰაერი შე(ჰ)ხვდების, შეათოებს და დამოცვივა. არამედ თოვლიცა ესრეთ განიყოფებიან: რამეთუ პირველ ზამთრისა რა ღამის სიცივემა ცვარი შეათოოს, უჴმობენ თ რ თ ვ ი ლ ს ა; ხოლო პირველ დათოვასა ვიდრე მიწათა გათეთრებამდე უწოდენ ყ ა პ ს ა; და თუ დათოვა ტერფამდე და მეტი მისი, იგი არს ფ ი ფ ქ ი; და მისი უმეტესი თ ო ვ ლ ა დ სახელ–იდების; უკეთუ თოვლი წვიმანარევი იყოს, ჭ ყ ა პ ს იწოდენ, და თოვლიანსა ნისლსა – ბ უ რ ს ა; თუცა ბურისა მიერ ხენი შეიყინენ, იგი (იგი Ab) არს ჭ ი რ ხ ლ ი; უკეთუ ხეთა ზედა თოვლი დადგა, ეწოდება ხ უ რ ხ ლ ი; ქარიანსა თოვლსა (თოვასა Ab) ეწოდების (ეწოდება A) ბ უ ქ ი ; ქარისაგან ახვეტილსა ადგილსა ჰქვიან ხ ი ა წ ი; და სადა თოვლი ნაბუქი შეგროვდა, მას – ნ ა ნ ქ ე რ ი. თუცა შემბალი თოვლი შეყინა, ეწოდება ბ ზ ა რ ი; და რა ბზარი მზემა შეალბო, ეწოდება ლ ე ღ მ ა; მცირესა ფიფქსა ბზარ–ქმნილსა – ა რ ხ ი ლ ი; რა თოვლი აჭრელდეს (აჭრელდა A), იგი არს ლ ი ლ ო; თუცა თოვლისა სიმრავლე მთამ ვეღარ იტვირთა და ჩამოიზვლა. იგი არს შ ვ ა ვ ი ZA.

რა წვიმათა ზამთარ ცივი ქარი ეცემა, შეათოებს, დამოცვივა. არამედ თოვლიცა ესრეთ განიყოფებიან: რამეთუ პირველ სთველთა რა ღამით სიცივემან ცვარი შეათოოს, უჴმობენ თ რ თ ვ ი ლ ს ა; ხოლო რა პირველად დათოოს ვიდრე მიწათა გათეთრებამდე, უწოდენ ყ ა პ ს ა; თუცა დათოვა ტერფამდე, იგი არს ფ ი ფ ქ ი; და მისი უმეტესი თ ო ვ ლ ა დ სახელ–იდების; თუ თოვლი წვიმანარევი იყოს, ჭყაპს უჴმობენ და თოვლიანს ნისლსა– ბ უ რ ს ა; თუმცა ბურისა მიერ ხენი შეიყინნენ, იგი არს ჭ ი რ ხ ლ ი; და უკეთუ ხეთა ზედა თოვლი დადგა, ეწოდება ხ უ რ ხ ლ ი; ქარიანს თოვასა ეწოდება ბ უ ქ ი; ქარისაგან ახვეტილსა ჰქვიან ხ ი ა წ ი; და სადა თოვლი შეაგროა, ნაბუქსა მას – ნ ა ნ ქ ე რ ი. უკეთუ შემბალი თოვლი შეჰყინა, ეწოდების ბ ზ ა რ ი; და რა ბზარი მზემ შეალბო, ეწოდება ლ ე ღ მ ა; მცირესა ფიფქსა, ბზარ–ქმნილსა, ა რ ხ ი ლ ი ეწოდება; რა თოვლი აჭრელდეს, იგი არს ლ ი ლ ო; თუ თოვლისა სიმრავლე მთამ ვერ იტვირთა და ჩამოიზვლა, იგი არს შ ვ ა ვ ი B. რა მზისა შარავანდედი მიწათა მიერ და წყალთაგან ცვართა მიიზიდავს,აღიღებს და შერთავს ღრუბელთა და რა ღრუბელი ვეღარ დაიტევს, ჩამოადენს წყალთა მათ; ხოლო ზამთრის(ა) ჰაერი ცივია (ცივი არს D) და განათო(ვ)ებს და დამოცვივნების. არამედ თოვლ(ნ)იცა განიყოფებიან ესრეთ: რამეთუ პირველად სთველსა რა ღამე ცვარი დილისა სიცივემან შეათოოს, უჴმობთ თ რ თ ვ ი ლ ა დ; ხოლო რა პირველ(ად) დათოოს მცირედ ვიდრე (+ მიწათა C) გათეთრება(დ)მდე, უწოდთ ყ ა პ (ყ) ს ა; უკეთუ დათოოს ტერფამდე, იგი არს ფ ი ფ ქ ი და ამისნი უმეტესი თ ო ვ (ლ) ა დ სახელ–იდების (სახელ–იდება Cq); უკეთუ თოვა წვიმანარევი იყოს, ჭ ყ ა პ ა დ უწოდთ; და თოვლიანსა ნისლსა (+ უჴმობთ Cab) ბ უ რ ს ა (ბუერსა D); და თუ(მ)ცა ბურისა (ბუერისა D) მიერ ხეთა ყინული (ყინელი D) მოეკიდოს (მოეკიდა Cq), იგი არს ჭ ი რ ხ ლ ი; და უკეთუ თოვლი დადგეს ხეთა ზედა, ეწოდების ხ უ რ ხ ლ ი; ქართა სასტიკთა და თანა–მონათოვთა (თან–მონათოვსა D) ეწოდების ბ უ ქ ი; ქარმან (მან D) სადა ადგილი ახვეტა, ჰქვიან ხ ი ა წ ი, ხოლო სადა თოვლი შეაგროვოს (შეაგროვა D) მას–ნ ა ნ ქ ე რ ი; უკეთუ შემბალი თოვლი შეჰყინა, უწოდენ ბ ზ ა რ ს ა; და რა ბზარი მზემან შეალბო, უწოდენ ლ ე ღ მ ა დ; მცირეთა (მცირეს D) ფიფქთა (ფიფქისა D) შებზარვასა ა რ ხ ი ლ ა დ სახელ–ედების (სახელ–სდებენ D); რა თოვლი აჭრელდეს, იგი არს ლ ი ლ ო; თუცა თოვლისა სიმრავლე მთამ ვერ იტვირთა (იტვირთოს D) და ახალი თოვლი ჩამო(ი)ზელა, იგი არს შ ვ ა ვ ი; (+ და თუცა გაზაფხულ თოვლი შეყინებული ჩამოიზვლა, მას უწოდენ ზ ვ ა ვ ს ა D) და თოვლის(ა) ნადნობსა წყალსა ლ ა ნ ქ ე რ ს ა უწოდენ CD. რომელი კითხულობდეს, თოვლი რომლისა ნივთისა მიერ ყოფასა, ვაუწყოთ: რა მზის შარავანდედი მიწასა და წყალსა დაადგრების, მუნით მოიზიდავს ცვარსა და შეჰრთავს ღრუბელთა, და რა ღრუბელი ვერღარა იტვირთავს, ჩამოადენს წყალთა, ხოლო ზამთარ ჰაერი ცივი არს და განათოვებს და ჩამოცვივნების. არამედ თოვლიცა განიყოფებიან ესრეთ: რამეთუ პირველად სთველსა რა ღამის ცვარი დილისა სიციემა შეათოოს, უჴმობენ თ რ თ ვ ი ლ ა დ; ხოლო რა პირველ დათოოს მცირედ ვიდრე მიწათა გათეთრებამდე, არს ყ ა პ ყ ი; რა დათოოს ტერფამდე, არს ფ ი ფ ქ ი და ამისა უმეტესი –თ ო ვ ლ ი; თუცა თოვა წვიმა–ნარევი იყოს, ჭ ყ ა პ უწოდენ; ხოლო თოვლიანსა ნისლთა ბ უ ე რ ი; თუმცა ბუერისა მიერ ხეთა ყინელი მოეკიდნეს, არს ჭ ი რ ხ ლ ი; და თუცა თოვლი დაადგრეს ხეთა, იგი არს ხ უ რ ხ ლ ი; უკეთუ ქარი ძლიერი და თოვნა იყოს, იგი არს ბ უ ქ ი; სადა თოვლი აღხვეტა, ეწოდების ხ ი ა წ ი და სადა შეაგროვა– ნ ა ნ ქ ე რ ი; უკეთუ შემბალი თოვლი შეჰყინა, უწოდენ ბ ზ ა რ ა დ, და რა ბზარი მზემან შეალბნა, უწოდენ ლ ე ღ მ ა დ; რა თოვლი აჭრელდეს, იგი არს ლ ი ლ ო; თუცა თოვლისა სიმრავლე მთამან ვერ იტვირთა და თოვლი ჩამოიზელა, არს შ ვ ა ვ ი; და თუმცა გაზაფხულ შეყინებული ჩამოიზვლა, ზ ვ ა ვ ა დ უწოდენ, ხოლო თოვლის ნადნობსა წყალსა ლ ა ნ ქ ე რ ა დ E.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9