* - <
[ {
Ֆ
ი< ია იბ იგ იდ იე ივ იზ ით იი იკ ილ იმ ინ იო იპ იჟ ირ ის იტ იუ იფ იქ იღ იყ იშ იჩ იც იძ იწ იჭ იხ იჯ იჴ
ის ის ისა ისე ისვ ისი ისკ ისლ ისმ ისპ ისრ ისტ ისუ ისფ ისქ ისწ ისხ

ისარი

L. ჳულეცა B.
Turk. ოხ ZAaBCDE.
Arm. ნიეტ ZBCDE.
(4, 4 ქება) ისარი ზოგადი სახელი არს ყოველთა ისართაჲ. ხოლო განიყოფ(ვ)იან სხვა და სხვად სახელებითა: ფრთე–დაბალი და პირ–წვრილი, რომელსა ყივჩაყნი და თურქნი იქონებენ, არს ს ა ყ ა ლ ნ ო; ზომიერ(ი) ისარი, ფრთე–მობრტყე, და პირ–მობრტყე არს ს ა რ ჩ ა; მისგან უგრძესი პირ–დიდი და ფრთე–მაღალი არს ქ ე ი ბ უ რ ი; ისარი სარჩის მსგავსი (+ და Z) პირ–განპებული მომცრო(ჲ) არს ქ ი ბ ო რ ჯ ი; ისარი ქეიბურის მსგავსი პირ–დიდი (+ და Z) განპებული არს ბ ო ძ ა ლ ი; ისარი სარჩის ტოლი სამ–ფრთოსანი, უპირო, წვერ–მგრგვალი არს ყ ო დ ა ლ ი; ყოდლის(ა) უგრძესი, წვერ–მწვეტი ჯვარედად ჩხირ–დასხმული არს ღ რ ჯ ა; ფრთე–მაღალი, გრძელი (+ და A) გრკალ–შემობმული არს ს ე ფ ქ ა; უფრთო, უპირო ისარი არს გ ე ზ ი; ს ა მ ა ლ ი არს ღარი რკინისა (სა)სატყორცებელი და ისარი მტკაველზედ მეტი მის ღარით სასროლი. სხვანიც რამ ისარნი არიან, რომელსამე ბ ო რ ბ (ა) ლ ა დ უწოდენ და სხვასა (+ და A) სხვასა, ხოლო ყრმათა ისარცუდასა – წ ი ნ წ კ ი ტ ე ლ ა ZA.

ისარი ზოგადი სახელი არს ყოველთა ისართა. ხოლო განიყოფებიან სხვადასხვა სახელითა: ფრთე–დაბალი და პირ–წვლილი, რომელთა ყივჩაყნი იქონებენ და თურქნი, იგი არს ს ა ყ ა ლ ნ ო; ზომიერი ისარი ფრთე–მობრტყე და პირ–მობრტყე არს ს ა რ ჩ ა; მისგან უგრძესი პირ–დიდი და ფრთე–მაღალი არს ქ ე ი ბ უ რ ი; ისარი სარჩის მსგავსი და პირ–განპებული მომცროჲ არს ქ ი ბ ო რ ჯ ი; ისარი ქეიბურის მსგავსი და პირ–დიდი განპებული, არს ბ ო ძ ა ლ ი; ისარი სარჩის ტოლი სამ–ფრთოსანი, უპირო, წვერ–მგრგვალი არს ყ ო დ ა ლ ი: ყოდლის უგრძესი წვერ–მწვეტი, ჯვარედად ჩხირ–დასხმული არს ღ რ ჯ ა: ფრთე–მაღალი, გრძელი და გრკალ–შემობმული არს ს ე ფ ქ ა: უფრთო, უპირო ისარი არს გ ე ზ ი: ს ა მ ა ლ ი არს ღარი რკინისა სასატყორცებელი და ისარი მტკაველზედ მეტი მას, ღარით სასროლი. სხვანიც რამ არიან ისარი, რომელსამე ბ ო რ ბ ლ ა დ უწოდენ და სხვა რიგსა სხვასა, ხოლო ყრმათა ისარცუდასა – წ ი ნ წ კ ი ტ ე ლ ა ს ა B. ისარიცა ზოგადი სახელი არს ყოველთა ისართა. ხოლო განიყოფებიან ზროთა და პირითა სხვადასხვა სახელად: ფრთე–დაბალსა და პირ–წვლილსა, რომელსა ყივჩაყნი და თათარნი იქონ(ი)ებენ, იგი არს ს ა ყ ა ლ ნ ო; მსგავსი (მგზავსი D) საყალნოსი და უმოკლესი, რომელსა ბერძენნი იქონ(ი)ებენ, იგი არს ლ ი ბ ა ნ დ ა კ ი; ზომიერი ისარი, ფრთა–ბრტყელი და პირ–მობრტყე არს ს ა რ ჩ ა, უგრძე მისგან და პირ–დიდი. ფრთე–მაღალი არს ქ ე ი ბ უ რ ი, ვიეთნი ს ა ნ ა დ ი რ ო ს უჴმობენ; ისარი სარჩის(ა) მსგავსი (მგზავსი D) და პირ–განპებული, მომცრო, არს ქ ი ბ ო რ ჯ ი; ისარი ქეიბურის მსგავსი (მგზავსი D), პირ–დიდი და განპებული, არს ბ ო ძ ა ლ ი; ისარი სარჩის(ა) ტოლი, სამ–ფრთა. უპირო, წვერ–მგრგვალი არს ყ ო დ ა ლ ი; ყოდლის(ა) (ყოვლისა Ca) უგრძე(სი), წვერ–მწვეტი, ჩხირ–დასხმული (ჩხირ–გასხმული Ca; + ჯვარედად C), არს ღ რ ჯ ა; ფრთე–მაღალი, გრძელი და გრკალ–შე(მო)ბმული არს ს ე ფ ქ ა; უფრთო, უპირო ისარი არს გ ე ზ ი; ყრმათა ისართა ცუდთა უჴმობენ წ ი წ კ ი ტ ე ლ ა ს ა, ს ა მ ა ლ ი არს ღარი რკინისა (+ სასარტყოცებელი Cb, სასატყორცებელი Caq) და ისარი მტკაველზე(დ) მეტი მით ღარით(ა) სასროლი, ბ ო რ ბ ა ლ ს (ა) ც უჴმობენ, ს ა ყ ა ლ ნ ო პირ ოთხ–პირსა და სხვათა რაგინდ(ა) რასა CD. ისარნიცა ზოგადი სახელი არს ყოელთა ისართა, ხოლო განიყოფიან სახელნი ამათნი სხვადასხვად: ფრთე–დაბალი, პირ–წვლილი, რომელსა ყივჩახნი იქონებენ, არს ს ა ყ ა ლ ნ ო; ხოლო მგზავსი მისი და უმოკლესი, რომელსა ბერძენნი იქონებენ, არს ლ ი ბ ა ნ დ ა კ ი; ხოლო ზომიერი ისარი ფრთითა და პირ–მობრტყე არს ს ა რ ჩ ა; გრძელი, პირ–დიდი და ფრთე–მაღალი არს ქ ე ი ბ უ რ ი, ვიეთნი ს ა ნ ა დ ი რ ო ს უჴმობენ; ისარი სარჩის მგზავსი და პირ–განპებული, მომცრო, არს ქ ი ბ ო რ ჯ ი; ისარი ქეიბურის მგზავსი, პირ–დიდი და განპებული არს ბ ო ძ ა ლ ი; ზრო–ზომიერი, უპირო, წვერ–მგრგვალი არს ყ ო დ ა ლ ი; ყ ო დ ლ ი ს ა უგრძე და ჩხირ–დასხმული არს ღ რ ჯ ა; ფრთე–მაღალი, გრძელი და გრკლოსანი არს ს ე ფ ქ ა; უფრთო, უპირო ისარი არს გ ე ზ ი; ყრმათა ისართა ცუდთა წ ი ნ წ კ ი ტ ე ლ ს უჴმობენ; ხოლო ს ა მ ა ლ ი არს მოკლე ისარი ღარით სასროლი1 E.

1 კიდეზეა საბას შენიშვნა: "ამისთანაები მე ამისთვის ჩაურთევ, რომ სხვას ენაში არ მოვა და არც იციან".

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9