* - <
[ {
Ֆ
კ´ კა კბ კდ კე კვ კი კლ კმ კნ კო კრ კს კუ კც კჳ
კაბ კად კაე კავ კაზ კათ კაი კაკ კალ კამ კან კაპ კაჟ კარ კას კატ კაფ კაშ კაჩ კაც კაწ კაჭ

კაცი

  1. L. ვირო, ომო B.
    Turk. ადამ ZAaBCDE.
    Arm. მარდ BCbqD, მართ CaE.
    დაბადა ღმერთმან ხატებისა და მსგავსებისაებრ თვისისა, ნივთებთა მიერ ჴორცნი შემზადა სულისა გონიერისა და სიტყვიერისა შთაბერვითა მიმნიჭებელმან. ხოლო კაცი ზოგად ყოველთა ეწოდების. ესე კაცი განიყოფ(ვ)ების მ ა მ ა ც ა დ და დ ი ა ც ა დ. რომელ არს მ ა მ ა კ ა ც ი და დ ე დ ა კ ა ც ი. რამეთუ რა მამაცსა დიაცი მიეთხო(ვ)ოს, ეწოდების მამაცსა ქ მ ა რ ი და დიაცსა ც ო ლ ი, ხოლო შობილთა მათთა შ ვ ი ლ ი; შვილსა მამალსა ძ ე და დედალსა ა ს უ ლ ი, რომელთა სიბერემდე ძესა ვ ა ჟ ი და ასულსა ქ ა ლ ი ეწოდების. ვიდრე ხუთ(ს) წლამდე ვაჟს(ა) ჩჩვილი და ქალსა ჩ ჩ ვ ი ლ ა ეწოდების, ხუთის წლით ვიდრე ათ წლამდე ვაჟსა – უ ს უ ა რ ი და ქალსა – უ ს უ ა რ ა; ათის წლით ათხუთმეტამდე ვაჟსა – ნ ი ნ ვ ე ლ ი და ქალსა – ნ ი ნ ვ ე ლ ა; ათხუთმეტის წლით(გან) ვიდრე ოცამდე ვაჟსა ყ რ მ ა და ქალსა ყ რ მ ა ჲ; ოცის წლითგან (ოციდამა A) ვიდრე ოცდ(ა)ათამდე ვაჟსა – ჭ ა ბ უ კ ი და ქალსა ჭ ა ბ უ კ ა და შემდგომად ს რ უ ლ ი კ ა ც ი, ვიდრე ორმეოცდაათამდე. და შემდგომ(ად) ეწოდების ვაჟსა მ ო ხ უ ც ე ბ უ ლ ი და ქალსა მ ო ხ უ ც ე ბ უ ლ ა, და შემდგომად ვაჟსა – ბ ე რ ი და ქალსა – ბ ე ბ ე რ ი, რომელ არს მ ა მ ა ბ ე რ ი და დ ე დ ა ბ ე რ ი, ხოლო შემდგომად მ ი ხ რ წ ნ ი ლ ი ეწოდების, და წვერ–თეთროსანსა ჭ ა რ მ ა ღ ი და მ ჴ ც ო ვ ა ნ ი ეწოდების (+ 2, 15 დაბად. ZAa) ZA.

    კაცი დაბადა ღმერთმან ხატებისა და მსგავსებისაებრ თვისისა, ნივთებთა მიერ ჴორცნი შემზადა, სულისა გონიერისა და სიტყვიერისა შთაბერვისა მიმნიჭებელმან მისმან, რომელსა საღ´თო ხატებად ვიტყვით, რამეთუ ხატებისაებრობა, ვითარმედ გონიერებასა და თანამფლობელობასა ცხად–ჰყოფს. ხოლო ხატება ღ´თისა არს მოქმედება, სიბრძნე და სიყვარული, რომელსა შორის წმიდა სამება გამოისახვის: მოქმედი –მამა, სიბრძნე – ძე და სიყვარული – სული წმიდა. ესე არს ხატება ღ´თისა კაცთა შორის1. ხოლო კაცი ეწოდების ყოველთავე ზოგად. ესე კაცი განიყოფის მ ა მ ა ც ა დ და დ ი ა ც ა დ, რომელ არს მ ა მ ა კ ა ც ი და დ ე დ ა კ ა ც ი, რამეთუ რა მამაცსა მიეთხოოს დიაცი, ეწოდების მამაცსა ქ მ ა რ ი და დიაცსა ც ო ლ ი, ხოლო შობილსა მათსა შ ვ ი ლ ი; შვილსა მამალსა ძ ე და დედალსა ა ს უ ლ ი, რომელთა სიბერემდე ძესა ვ ა ჟ ი და ასულსა ქ ა ლ ი ეწოდებათ. ვიდრე ხუთ წლამდე ვაჟსა ჩჩვილი და ქალსა ჩ ჩ ვ ი ლ ა ეწოდების; ხუთის წლით ვიდრე ათ წლამდე ვაჟსა – უ ს უ ა რ ი ხოლო ქალსა – უ ს უ ა რ ა; ათის წლით ათხუთმეტამდე ვაჟსა – ნ ი ნ ვ ე ლ ი და ქალსა – ნ ი ნ ვ ე ლ ა, რომელ არიან ყ რ მ ა და ყ რ მ ა ჲ; და ათხუთმეტიდამ ვიდრე ოცდათამდე ვაჟსა– ჭ ა ბ უ კ ი და ქალსა ჭაბუკა; და შემდგომად– ს რ უ ლ ი კ ა ც ი, ვიდრე ორმოცდაათამდე; და შემდგომ(ად) ეწოდების კაცსა მ ო ხ უ ც ე ბ უ ლ ი და ქალსა– მ ო ხ უ ც ე ბ უ ლ აჲ ; და შემდგომად კაცსა – ბ ე რ ი და ქალსა – ბ ე ბ ე რ ი, რომელ არს მ ა მ ა ბ ე რ ი და დ ე დ ა ბ ე რ ი; ხოლო შემდგომად მისსა მ ი ხ რ წ ნ ი ლ ი ეწოდების; წვერთეთროსანსა ჭ ა რ მ ა ღ ი და მ ჴ ც ო ვ ა ნ ი ეწოდების B. დაბადა ღმერთმან კაცი თვისითა ჴელითა ხატებისაებრ და მსგავსებისაებრ თვისისა, ქვეყანისაგან უკვე ჴორცნი შემზადნა სულისა სიტყვიერისა და გონიერისა შთაბერვისა თვისისა მიერ მიმნიჭებელმან მისმან, რომელსა– იგი საღ´თოდ ხატებად ვიტყვით. და რამეთუ ხატებისაებრ,(ხატებისაებრობა Cb) ვითარმე გონიერებასა (გონიერობასა Cb)და თანამფლობელობასა ცხად–ჰყოფს (+ ხატება ღ´თისა არს მოქმედება, სიბრძნე და სიყვარული, რომელსა შორის წმიდა სამება გამოისახვის: მოქმედი– მამა, სიბძნე– ძე და სიყვარული– სული წმიდა. ესე არს ხატება ღ´თისა კაცთა შორის Cb), ხოლო მსგავსებისაებრობა ძალისაებრსა მსგავსებასა სათნოებისასა საჴმარ არს ცნობა(დ), ვითარმედ კაცი უსულოთაცა ეზიარება და პირუტყვთა ცხოვრებისა ზიარ არს (+ და Ca) სიტყვიერთა თანა მონაწილე არს გონებითა (გონიერებითა Cb), რამეთუ ეზიარების უსულოთა უკვე სხეულოანებითა და ოთხთა კავშირთაგან შეზავებულობითა, ხოლო ნერგთა ამითაცა და მოზარდობითითა და აღორძინებადობითითა და თესლოვანებითითა, ესე იგი არს მშობელობითითა ძალითა, ხოლო პირუტყვთა ამათ შინაცა ვიდრემე, ხოლო უფროსღა წადიერებითითა, ესე იგი არს გულისწყრომა, გულისთქმა და მგრძნობელობითისა მიმართებისა მოძრაობისა, რამეთუ კბილი და ძვალნი ეზიარებიან ქვათა, ფ(რ)ჩხილნი– ნერგსა და თმანი– ბალახსა (15, 16 იოვანე დამასკელის წიგნში სივრცით ჰპოოთ.)1 ხოლო კაცი ეწოდების ყოველსა კაცსა, ხოლო განიყოფების (+ მ ა მ ა ც ა დ და დ ი ა ც ა დ, რომელ არს Cb) მ ა მ ა კ ა ც ა დ და დ ე დ ა კ ა ც ა დ რამეთუ რა მამაკაცი და დედაკაცი შეუღლდენ, ეწოდების მამაკაცსა– ქ მ ა რ ი, ხოლო დედაკაცსა– ც ო ლ ი და შობილსა მათსა– შ ვ ი ლ ი, მცირე იყოს, გინა დიდი; ხოლო შვილსა მცირესა ვიდრე ხუთ წლამდე ეწოდების ჩ ჩ ვ ი ლ ი; ხოლო უკეთუ შვილი მამალი იყოს,– წ უ ლ ი, უკეთუ დედალი იყოს, ეწოდების ა ს უ ლ ი, ხოლო ხუთთა წელთა შემდგომად ეწოდების ორთავე ერთბამად ასაკითა ათ წლამდე უ ს უ ა რ ი; ხოლო განყოფილებით მცირის ჩჩვილითგან ვიდრე ბერამდე ძესა– ვ ა ჟ ი და ასულსა ქ ა ლ ი ეწოდების. ვაჟი ათისა წლითგან ვიდრე ათხუთმეტა(დ)მდე ეწოდების ვაჟსა ყ რ მ ა, ქალსა– ყ რ მ ა ა ჲ, ათხუთმეტიდამ ოცდაათამდე ვაჟსა ეწოდების ჭ ა ბ უ კ ი, ხოლო ქალსა– ჭ ა ბ უ კ ა; შემდგომად ს რ უ ლ ი კ ა ც ი, ვიდრე ორმეოცდაათამდე; შემდგომად ეწოდების მ ო ხ უ ც ე ბ უ ლ ი და მოხუცებულობისა შემდგომად ვაჟსა ეწოდების ბ ე რ ი და ქალსა ბ ე ბ ე რ ი (+ რომელსა ეწოდების მ ა მ ა ბ ე რ ი და დ ე დ ა ბ ე რ ი Cb), ხოლო შემდგომად მისა, უკეთუ იცოცხლა, მ ი ხ რ წ ნ ი ლ ი ეწოდების. რა წვერთა და თმათა თეთრი გამოერიოს, ეწოდების ჭ ა რ მ ა ღ ი და მ ჴ ც ო ვ ა ნ ი, ხოლო ცუდსა ყრმასა ლ ა წ ი რ ა კ ი Cab. დაბადა ღმერთმან კაცი თ(ა)ვისითა ჴელითა ხატებისაებრ და მსგავსებისაებრ (მგზავსებისაებრ E) თვისისა, ქვეყანისაგან უკვე ჴორცნი შემზადნა, სულისა სიტყვიერისა და გონიერისა შთაბერვისა თვისისა მიერ მიმნიჭებელმან მისმან, რომელსა იგი საღმთოდ ხატებად ვიტყვით. და რამეთუ ხატებისაებრობა ვითარმე გონიერებასა და თანამფლობელობასა ცხად–ჰყოფს, ხოლო მგზავსებისაებრობა (მგზავსებრისაებრობა Cq) ძალისაებრსა მსგავსებასა (მგზავსებასა DE) სათნოებისასა. საჴმარ არს ცნობა(დ), ვითარმედ კაცი უსულოთაცა (უსულოსაცა E) ეზიარების და პირუტყვთა ცხორებისა ზიარ არს და სიტყვიერთა თანამონაწილე არს გონიერებითა (გონებითა CqD), რამეთუ ეზიარების უსულოთა უკვე სხეულოვანობითა (სხეულოანებითა CqD) და ოთხთა ნივთთაგან შეზავებულობითა, ხოლო ნერგთა ამითაცა და მოზარდობითითა და აღორძინებადობითითა და თესლოვანებითითა, ესე იგი არს მშობელობითითა ძალითა. ხოლო პირუტყვთა ამათ შინაცა ვიდრემე, ხოლო უფროსღა წადიერებითითა, ესე იგი არს გულისწყრომა, გულისთქმა და მგრძნობელობითისა მიმართებისა მოძრაობისა, რამეთუ კბილნი და ძვალნი ეზიარებიან ქვათა, ფრჩხილნი– ნერგთა (ნერგსა CqD) და თმანი– ბალახთა (ბალახსა CqD) 251 იოვანე დამასკელის წიგნში (+ სივრცით ჰპოვეთ CqD) CqDE.

     
    1 აღებულია იოანე დამასკელის "გარდამოცემის" 25–ე თავიდან.

    1 "სივრცით" 25–ე თავია აქ აღებული.

    1 Cq, მსგავსად CabD–ისა, წყაროდ ასახელებს თავებს 15–სა და 16–ს, მაგრამ აღნიშნულ თავებს მოტანილი ტექსტი არ ემთხვევა.

  2. არს ცხოელი სიტყვიერი და აღმართებით მავალი E.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9