* - <
[ {
Ֆ
კ´ კა კბ კდ კე კვ კი კლ კმ კნ კო კრ კს კუ კც კჳ
კლა კლდ კლე კლვ კლთ კლი

კლდე

L. პეტრა B.
Turk. ყაია ZAaBCDE.
Arm. ვემ ZAaBC, ქარაფ C.
(+ 1 კორინთ. 10, 4 Z) არს მთათა, გინა ბორცვთა ანუ გვერდობთა ნაკვეთი რაჲმე დიდი ქვა იყოს; ტ ი ნ ი არს კლდე გამჭვირვალი, კაცთა ჴორცისა გამკვეთელი, ს ა ლ ი არს (+ კლდე Z) ვრცელი, მაღალი. ნიამორთაგან ძნიად სავალი; თ ი რ ი არს კლდე ლბილი და ადვილ სათლელი; გ ო ხ ი არს კლდე ქვითკირის მსგავსი, ვიეთნი ნებროთის (სოდომის Aa) გოდლის ნალ(ე)წს უჴმობენ ტყუილად; ს პ ო ნ დ ი ო არს კლდე წყლისა და ხავსისა მიერ ჭვაქმნილი; ა კ რ ა არს კლდე ზღვის პირისა. რომლისა თანა იყოს სიღრმე ზღვისა მეყლეულად; კ ა რ კ ა რ ი – წყლტუ კლდე. სალი; კ მ ო დ ე არს კლდე ზღვისა და მდინარისა კიდესა ჩაუალი; კ ა ს ტ ი რ ი ო ნ ი არს კლდე კალისა ZAa.

არს მთათა, გინა ბორცვთა, ანუ გვერდობთა ნაკვეთი რაჲმე, დიდი ქვა იყოს; ტ ი ნ ი არს კლდე მაგარი და აღმა ამართებული; ს ა ლ ი არს ვრცელი, მაღალი, ნიამორთაგან ძნიად სავალი; თ ი რ ი არს კლდე ლბილი და ადვილ სათლელი; გ ო ხ ი არს კლდე ქვიტკირის მსგავსი, ვიეთნი ს ო დ ო მ ი ს ნ ა ლ ე წ ს უჴმობენ; ს პ ო ნ დ ი ო არს კლდე წყლისა და ხავსისა მიერი ქვაქმნა; ა კ რ ა არს კლდე ზღვის პირისა, რომლისა თანა იყოს სიღრმე ზღვისა მეყსეულად; კ ა რ კ ა რ ი – წყლტუ კლდე, სალი. კ მ ო დ ე არს ზღვისა და მდინარისა კიდესა კლდე ჩაუალი. კ ა ს ს ტ ი რ ი ო ნ ი არს კლდე კალისა Ab. კლდე არს მთა, ანუ გორი, ანუ გვერდობი. მთელი ქვა იყოს; ტ ი ნ ი არს კლდე მაგარი და აღმა ამართული; ს ა ლ ი არს კლდე ვრცელი და მაღალი. თხათაგანც უვალი; თ ი რ ი არს კლდე ლბილი და ადვილ სათალი; გ ო ხ ი არს კლდე ქვიტკირის მსგავსი. ვიეთნი ს ო დ ო მ ი ს ნ ა ლ ე წ ს უჴმობენ; ა კ რ ა არს კლდე ზღვის პირისა, რომლისა თანავე იყოს სიღრმე ზღვისა მეყსეულად; კ ბ ო დ ე არს ზღვისა და მდინარის კიდეს კლდე ჩაუალი; კ ა ს ს ტ ი რ ი ო ნ ი არს კლდე კალისა B. განუმარტავია CDE.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9