(კვირა ZAaBC) ერთი შვიდეული ZAa.
ეწოდების ერთსა შვიდეულსა, ხოლო პირველსა დღესა, რომელ არს ერთშაბათი, ბერძულად ეწოდების კ ვ ი რ ი ა კ ე, ხოლო ქართულად ს ა უ ფ ლ ო და მ ზ ი ს ა, ორშაბათსა – მ თ ო ვ ა რ ი ს ა, სამშაბათსა – ა რ ი ა ს ი, ოთხშაბათსა – ე რ მ ი ს ა, ხუთშაბათსა – ა ფ რ ო დ ი ტ ი ს ა, პარასკევსა – დ ი ო ს ი ს ა, შაბათსა – კ რ ო ნ ო ს ი ს ა ZA. კვირა ეწოდების ერთსა შვიდეულსა; ხოლო პირველსა დღესა, რომელ არს ერთშაბათი, ეწოდების ბერძულ კ ვ ი რ ი ა კ ე, ხოლო ქართულად ს ა უ ფ ლ ო და მ ზ ი ს ა, ორშაბათსა – მ თ ო ვ ა რ ი ს ა, სამშაბათსა – ა რ ი ა ს ი, ოთხშაბათსა – ე რ მ ი ს ა, ხუთშაბათსა – ა ფ რ ო დ ი ტ ი ს ა, პარასკევსა – დ ი ო ს ი ს ა და შაბათსა – კ რ ო ნ ო ს ი ს ა B. კვირას უწოდენ მსგეფსსა ერთსა, რომელ არიან შვიდნი დღენი, რომელთ ა სახელები ებრაულთა რიგითა: პირველი დღე არს ერთშაბათი, რომელ არს კ ვ ი რ ი ა კ ე, მეორე – ორშაბათი და სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი, ხოლო ქართულად სახელები (ა)მათი: ერთშაბათსა – მ ზ ი ს ა ეწოდების და კვალად ს ა უ ფ ლ ო ც ა, ორშაბათსა – მ თ ო ვ ა რ ი ს ა; სამშაბათსა – ა რ ი ა ს ი, ოთხშაბათსა – ე რ მ ი ს ა, ხუთშაბათსა – ა ფ რ ო დ ი ტ ი ს ა, პარასკევსა – დ ი ო ს ი ს ა და შაბათსა – კ რ ო ნ ო ს ი ს ა C.