(+ 32, 5 დაბად. ZA) ესე (მადლი B) არს, რომელმან არცა ნაცვლის–გებისათვის, არცა მოყ(ვ)რობისათვის, არცა შიშისათვის, არცა სიყვარულისათვის კეთილი და ქველი(ს)–საქმე ქნას; კვალად მადლი არს ყოველივე კეთილი და რაჲცა ცოდვა არა არს (არაა B), მადლი არს (მადლია B) ZAB.
მ ა დ ლ ი არს, რომელმან არცა ნაცვლის–გებისათვის და არცა მოყვრობისათვის და არცა შიშისათვის და არცა სიყვარულისათვის კეთილი და ქველის–საქმე ქმნას; კვალად მ ა დ ლ ი არს ყოველივე კეთილი; კვალად რაჲცა ცოდვა არა არს, იგი მ ა დ ლ ი არს. ხოლო მ ა დ ლ ი ე რ ი იგი არს, რომელმან დაიჴსოვნოს კეთილმოქმედება მის ზედა ქმნილი. ხოლო მ ა დ ლ ო ბ ა, რაჟამს მოვიჴსენებდეთ მადლსა ღ´თისასა ჩვენ ზედა ბოძებულსა და აღვიარებდეთ სიხარულით. ხოლო მ ა დ ლ ი ს გ ა რ დ ა ჴ დ ა ესე არს, რაჟამს კეთილი ვინმე ქმნას ჩვენ ზედა, ანუ საქმითა, ანუ სიტყვითა კეთილითა ვაჴსენნეთ კაცნი იგინი, ანუ თაყვანის–ცემითა, უკეთუ სხვა არარა ძალ–გვედვას Cb. განუმარტავია CqDE.