* - <
[ {
Ֆ
მა მბ მგ მდ მე მვ მზ მთ მი მკ მლ მმ მნ მო მპ მჟ მრ მს მტ მუ მფ მქ მღ მყ მშ მჩ მც მძ მწ მჭ მხ მჯ მჳ მჴ
მა მაა მაბ მაგ მად მაე მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაო მაჟ მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაღ მაყ მაშ მაჩ მაც მაძ მაწ მაჭ მახ მაჯ მაჴ

მახე

Turk. გუზგუ CDE.
Arm. ოროგაკ BCb, აკანათ CaqDE.
ზოგადი სახელი არს ყოველთა შესაპყრობელთა. ხოლო მახენიცა ესრეთ განიყოფვიან, რამეთუ: საბრჴე არს მახე ჴუნდი, რომელსა შემზადებენ რკინითა, ანუ ხეთაგან და დაუგებენ მარჯვეთა ადგილთა დიდთა ნადირთა შესაპყრობელად; ისხერტი არს მახე შემზადებული ძელთაგან მჴეცთათვის თავს დასაცემელი; ირეჭი არს (+ მახე Z) ხითა და თოკითა შემზადებული, რათა ფერჴითა მაღლა შეჰკიდოს ნადირი; საიფეჴ(ი)ო არს სხვა რიგად თოკითვე ადგილზედ შეუჰყრას ფერჴი; ილინჭა არს (+ მახე Z), გალიათა მსგავსი სირთათვის; აკანათი არს (+ მახე Z) ძუჲთ(ა) (ძუვითა Ab) და ჩხირითა სირთათვის; პოტიკო არს (+ მახე ჴოჴობთა და კაკაბთა; გაწარი არს Ab) მახე მწყერთათვის გრძლად ნაგები; საცერკოდი (ფაცერკოდი A) არს (+ მახე Z) გრკლითა და მშვილდითა ტრედთათვის; გულყო არს (+ მახე Z) ყელს გარდასაცმელი (+ მახე A) ხალასა (ხალათა A) ზედა; სარეგვავი არს (+ მახე Z) დიდის მჴეცით თაგვამდე სხვადასხვა რიგად თავს დასაცემელი ZA.

მახე ზოგადი სახელი არს ყოველთა მახეთა. ხოლო მახენიცა ესრეთ განიყოფებიან, რამეთუ: საბრჴე არს მახე ჴუნდი, რომელსა შემზადებენ რკინათა ანუ ხეთაგან და დაჰფლვენ მარჯვეთა ადგილთა დიდთა ნადირთა შესაპყრობელად; ისხერტი არს მახე შემზადებული ძელთაგან მჴეცთათვის თავს დასაცემელად; თრეჭი არს ხითა და თოკით შემზადებული. რათა ფერჴით მაღლა შეჰკიდოს ნადირი; საიფეჴიო არს სხვა რიგად თოკითვე ადგილზედ შეუპყრას ფერჴი; ილინჭაა გალიათა მსგავსი სირთათვის; აკანათი არს ძუითა და ჩხირითა სირთათვის; პოტიკო არს მახე ჴოჴობთა და კაკაბთა; გაწარი არს მახე მწყერთათვის გრძლად ნაგები; ფაცერკოდი არს გრკლითა და მშვილდითა ტრედთათვის; გულყო არს ყელს გარდასაცმელი მახე ხალათა ზედა; სარეგვავი არს დიდის მჴეცით თაგვამდე სხვადასხვა რიგი თავს დასაცემელი B. შესაპყრობელი C. განუმარტავია DE.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9