* - <
[ {
Ֆ
მა მბ მგ მდ მე მვ მზ მთ მი მკ მლ მმ მნ მო მპ მჟ მრ მს მტ მუ მფ მქ მღ მყ მშ მჩ მც მძ მწ მჭ მხ მჯ მჳ მჴ
მზა მზე მზვ მზი მზნ მზო მზრ მზუ

მზე

L. სოლე B.
Turk. გუნაშ ZAaB, გუნ CDE.
Arm. არეგაკ BCE.
(+ 1, 16 დაბად. ZAa) ესე არს მეოთხესა ცასა ზედა, რომელსა ეწოდების კოჭიმელი. ხოლო არს სიდიდე მზისა 166–ჯერ ქვეყ(ა)ნის(ა)ოდენი. ესე ცაჲ ერთჯერ მოიქცევის წელიწადსა შინა დასავლით აღმოსავალის მიმართ ZA.

მზე არს მეოთხესა ცასა ზედა. ხოლო არს სიდიდე მზისა ასამეოცდაექვსჯერ ქვეყნის ოდენი, ესე ცაი ერთჯერ მოიქცევის წელიწადთა შინა აღმოსავალის მიმართ B. მზე არს მეოთხესა ცასა ზედა, ხოლო ცისა მის სიმგრგვლე არს ორმეოცდაათსამეტი ბევრის–ბევრი და ოცდაათოთხმეტი ათას რვაას სამოცი ეჯი, სივრცე მისი ათექვსმეტი ბევრის–ბევრი და ორასი ათასი ეჯი; ქვეყანით იქიმდე შვიდი ბევრის–ბევრი და ცხრაას ოთხმ(ე)ოცდა ათხუთმეტი ათას ხუთასი ეჯი. ესე ცა ერთჯერ მოვლის წელიწადსა შინა დასავლეთით აღმოსავლეთის(ა) მიმართ, ხოლო სიდიდე მზისა არს ას სამ(ე)ოცდაექვსჯერ ქვეყანისა ოდენი. ხოლო სახესა მისსა (მზისასა Cb) იტყვიან მეფისასა გვირგვინოსანსა, ჴელთა აქვს ჟინჟღილიო, რომელ არს ამზა Cab. მზე არს მეოთხესა ცასა ზედა, ხოლო ცისა მის სიმგრგვლე არს ორმოცდაათსამეტი ბევრი და ასოცდაათოთხმეტი ათასი ეჯი. სივრცე მისი ათექვსმეტი ბევრი ეჯი. ქვეყანით იქიმდე შვიდი ბევრი და ცხრას ოთხმოცდაათხუთმეტი ათას ხუთასი ეჯი. ესე ერთჯერ მოვლის წელწადსა შინა სიმგრგვლესა ცისასა, ხოლო სიდიდე მისი არს ას სამოცდაექვსჯერ ქვეყანისა ოდენი (+ ხოლო Cq) სახესა მისსა იტყვიან მეფისასა, გვირგვინოსანსა; ჴელთა აქვს ჟინჟღ(ვ)ლიო (+ რომელ არს ამზა Cq) CqD1. მზე არს მეოთხეს ცას ზე, ხოლო ცისა მის სიმგრგვლე არს ორმოცდააცამეტი ბევრი და ასოცდათორმეტი ათასი მილიონი. სივრცე მისი ათექვსმეტი ბევრი მილიონი. ქვეყნიდამ იქიმდისი შვიდი ბევრი და ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი ათას ხუთასი მილიონი. ხოლო მზე არს სახე მეფისა გვირგვინოსანი; ჴელთა აქვს ჟინჟღილი. ესე ერთჯერ მოვლის წელიწადსა შინა სიმგრგვლესა ცისასა, ხოლო სიდიდე მისი არს ას სამოცდაექვსჯერ ქვეყნის ოდენი E.

 
1 D-ში კიდეზე მიწერილია სხვა ხელით: "ქვეყნიდამ მზემდე ხუთას ოცდახუთი ათასი მილიონი არის".
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9