ესე არს, რომელი თვით ბუნებით მჟავე იყოს, ხოლო პირველ არამჟავე რაჲცა მომჟავდეს, ეწოდება
წმახე; და ღვინოსა კაცთაგან დამჟავებულსა. ანუ თვით დამჟავდეს, ეწოდება
ძმარი, ხოლო მჟავისა გარდარეულებასა ეწოდების
მყვირტლე; რომელსა მჟავისა და ტკბილისა საშუალი გემო ჰქონდეს, ეწოდება
მხე (მხე ეწოდება A) ZA.
მჟავე არს, რომელი თვით ბუნებით მჟავე იყოს; ხოლო პირველ არამჟავე თუ მომჟავდა, ეწოდება წმახე; ღვინოსა კაცთაგან დამჟავებულსა და მისთანათა ეწოდება ძმარი; ხოლო მჟავისა გარდარეულებასა ეწოდების მყვირტლე; რომელსა მჟავისა და ტკბილისა საშუალო გემო ჰქონდეს, ეწოდების მხე B. ესე მჟავე განიყოფებიან ხუთად: წმახად, მხედ, მჟავედ, ძმრად (ძრმად CaqD) და მყვირტლედ. წმახი არს, რომელი პირველ მჟავე არ(ა) იყოს და მომჟავდეს მცირედრე; მხე არს მჟავეცა და ტკბილი გემო ორივე აქვნდეს, არა რომელი სჭარბობდეს; მჟავე არს თვით ბუნებით მჟავე იყოს და არა სხვათა მიერ მოქმედებული2; ძმარი არს ღვინოთაგან ანუ სხვათა ნივთთაგან კაცთა მიერ დამჟავებულ იყოს მეტად, არამედ მყვირტლე არს გარდარეულება სიმჟავისა CD. ესე მჟავე განიყოფებიან ხუთად: წმახად, მხედ, მჟავედ, ძრმად და მყვირტლედ. წმახი არს, რომელი პირველ არამჟავე იყოს და მომჟავდეს მცირედ: მხე არს მჟავე და ტკბილი გემო აქუნდეს, არა რომელი სჭარბობდეს; ხოლო მჟავე არს თვით არსებით მჟავე იყოს და არა სხვათა მიერ მოქმედებული; ძმარი არს ღვინო ანუ თაფლი ანუ სხვანი რამე ნივთნი კაცთა მიერ დიადად დამჟავებული, არამედ მყვირტლე არს გარდარეულება სიმჟავისა E.