ნებსითი არს არცა იძულებით, არცა უმეცრებით ქმნილი, ვინაცა ნებსითი ვიდრემე არს, რომლისა დასაბამი, ესე იგი არს მიზეზი, თავსა შორის თვისსა მოაქვნდეს მეცნიერსა სათითოეულოსა, რომელთა მიერ და ძალთა შინა იყოს საქმე. (+ ნება არს აღრჩევა ერთისა რასამე მრავალთა მათგან მოგონებათა კეთილისა გინა ბოროტისა Cab). არიან რამე საშუალ ნებსითისა და უნებლიეთისა, ვითარ–იგი ნავისა დანთქმულებისათვის გარდავაბნევთ ჭურჭელთა ნავისათა. წადიერება, წინააღრჩევა და ჯერ–ჩინება ნებათაგანი არიან. უნებლიეთისათვის უნში იძიე C. ნებსითი არს არცა იძულებით, არცა უმეცრებით ქმნული. გინაცა ნებსითი ვიდრემე არს, რომლისა დასაბამი, ესე იგი არს მიზეზი, თავსა შორის თვისისა მოაქვნდეს მეცნიერსა სათითოეულოთასა, რომელთა მიერ და ძალთა შინა იყოს საქმე. ხოლო უნებლიეთი არს, რომელსა დასაბამი გარეთ ვინამე იყოს, არა ჯერ–ჩინებისა თანა შერთვისა იძულებისა მიერ აღძვრისა მიერ თვისისა. დასაბამად ვიტყვი შექმნასა მიზეზისასა, ხოლო უმეცრებითი უნებელი არს, ხოლო არა თვით მოვიტყვათ მიზეზი უმეცრებისა, არამედ ეგრეთ ვითამე შეემთხვიოს, მთვრალმან ვინმე მკვლელობა ქმნა(ს), უმეცრებით უკუჱ მოკლა, გარნა არა უნებლიეთ, რამეთუ მიზეზი უმეცრებისა, რომელ არს მთვრალობა თვით ქმნა, ანუ ჩვეულებითსა (ჩვეულობისა D) ადგილსა საგნისა მცემელმან მოკლა(ს) მამა თანაწარმავალი უმეცრების მოქმედად ითქმის, არიან (ან D) რამე საშუალო ნებსითისა და უნებლიეთისა, ვითარ–იგი ნავისა დანთქმულებისათვის გარდავაბნევთ ჭურჭელსა (ჭურჭელთა D) ნავისათა წადიერება წინა–აღრჩევა, ჯერ–ჩინება ნებათაგანი არს (+ ნება არსებისა, გონიერისა, სიტყვიერისა. გულის სათქმელისა მიმართ სურვილი E) DE.
2 შდრ. ვეფხის–ტყაოსანი, სტროფი 99, 4.
to main page | Top 10 • Feedback • Login | top of page |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |