* - <
[ {
Ֆ
ნა ნდ ნე ნვ ნთ ნი ნო ნუ ნქ ნჩ ნჯ ნჳ
ნი ნია ნიბ ნიგ ნიდ ნივ ნიზ ნიკ ნინ ნიო ნიჟ ნირ ნის ნიტ ნიუ ნიფ ნიღ ნიყ ნიშ ნიჩ ნიჭ ნიხ ნიჯ

ნისლი

L. ლანებბია B.
Turk. დუმან BCDE.
Arm. მარახულ BCDE.
(17, 10 ფსალმ.) მზის სიმჴურვალე წყალთა (+ და Ab) ქვეყანათა ნოტიოთაგან ორთქლს(ა) აჰკრეფს (აჰკრებს A) და შეიქმნების ნისლი, უკეთუ მრავალი აღიღო მისგან, იქმნების წ ვ ი მ ა ნ ი და თუცა მცირედი აღიღო, მ ა ნ ა ნ ა დ შეიქმნების, ხოლო ნისლიცა ესრეთ განიყოფებიან: მცირესა და თხელს(ა) ნისლსა ეწოდების ფ ო შ ფ ო შ ი, ჴმელსა და მტვრის მსგავსსა ნისლსა – ბ ო რ ი ა ყ ი, ხოლო ნოტიოსა ნისლსა ბ ო რ ი და ნისლსა მონათოვსა ბ უ ე რ ი და ნისლსა ზრქელსა და ძლიერად მქროლელსა, რომელი შეკრბების მთათა ზედა ა რ მ უ რ ი ZA.

მზის სიმჴურვალე წყალთა და ქვეყანათა ნოტიოთაგან და ცვართა ორთქლთა აღკრებს და შეიქმნების ნისლად, უკეთუ მრავალი აღიღო მისგან, იქმნება წვიმანი და თუცა მცირე აღიღო, მანანად შეიქმნების. ნისლნიცა ესრეთ განიყოფიან: მცირესა და თხელს ნისლს ეწოდებიან ფოშფოში; და არიან ნისლი ჴმელი, მსგავსი მტვერთა, ეწოდებიან ბორიაყი; ხოლო ნისლსა ნოტიოსა ბორი და ნისლსა მონათოვსა ბუერი და ნისლსა ზრქელსა და ძლიერად მქროლელსა, რომელი შეკრბება თავთა ზედა მთათასა, არმური B. მზისა და ვარსკვლავთა სიმჴურვალე წყალთა და თრთვილთა და ქვეყანისა ცვართა ორთქლსა შეჰკრებს და შეიქმს ნისლად, უკეთუ ფრიადი ა(ღ)იღო, ღრუბელი ვეღარ იტვირთავს. დადნების სიმჴურვალისა მიერ და წვიმა იქმნების, უკეთუ მცირე ა(ღ)იღო, მანანად შეიქმნების (შეიქმნება D) CD. მზისა და ვარსკვლავთ სიმჴურვალე წყალთა და მიწათა და ცვართა ორთქლსა შეაერთებს და შეიქმს ნისლად; უკეთუ მრავალი აღიღოს, ღრუბელი ვერღარ იტვირთავს, დადნების და წვიმა იქმნების. და უკეთუ ცოტა აღიღო, მანანად შეიქმნების E.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9