* - <
[ {
Ֆ
პ´ პა პე პვ პი პლ პო პრ პტ პუ პყ პჰ პჳ
პიდ პივ პით პიკ პილ პიმ პინ პიპ პირ პიტ პიჭ

პირი

  1. L. ბოქა B.
    Turk. აღზინ ZCa, აღზი AaBCbqDE.
    Arm. ბერან BCDE.
    სიტყვიერობის კარი ZA.

    სათქმელის (სათქმელთ Cb) კარი BCb. განუმარტავია Caq.

  2. პირი არს რომელი თვისთა მოქმედებათა და თვისებათა მიერ ცხადსა და თანამეტომესა თვის[გან] განყოფითა გამოსაზღვრებულთა (გამოსაზღვრებულსა Ab) საცნაურებასა მომცემდეს ჩვენ. ხოლო გვამი განუკვეთელი და პირი მასვე (+ და A) ერთსა დანიშნავს, არამედ პირუტყვთა ზედა არა ითქმის, არამედ სიტყვიერთა ზედა1. პ ი რ ი არს ბაგეთა აღ(ხ)მა (პირი ბაგე აღხმული A); პ ი რ ა დ ითქმის პირისახე კაცისა; პ ი რ ა დ ითქმის პირობისა და პაემნის მიცემა; პ ი რ ა დ ითქმის ზღვათა და წყალთა კიდური; პ ი რ ა დ უწოდენ ჭურჭელთა ბაკოსა; პ ი რ ა დ უწოდენ ლახვართა და მახვილთა მკვეთელობათა ZA. პირი არს რომელი თვისთა მოქმედებათა და თვისებათა მიერ ცხადსა და თანამეტომეთა თვისგან განყოფით(ა) გამოსაზღვრებულსა საცნაურებასა მომცემ(დე)ს ჩვენ. ხოლო სათანადო არს უწყება, ვითარმედ წმიდათა მამათა გვამი და განუკვეთელი და პირი მასვე და ერთსა უწოდეს, რომელი თვისგან თავით თვისით შემტკიცებით მდგომარე და არსებისაგან და შემთხვევითთა შემოკრებულ იყოს და რიცხვით(ა) განიყოფოდეს (განიყოფოდის CDE), მას ვისმე ცხად–ჰყოფს, ვითარ–იგი პეტრე, პავლე და მას რომელსამე ცხენსა, ხოლო ითქმის გვამი შემტკიცები(თი)სა შეგვამებისათვის2. (+ პ ი რ ი არს გაღებული ბაგენი; პ ი რ ა დ ითქმის პირისახე კაცთა; პირად ითქმის პირობისა და პაემნის მიცემა; პ ი რ ა დ ითქმის ზღვათა და წყალთ კიდური; პ ი რ ს უწოდენ ჭურჭელთ ბაკოსა; პ ი რ ა დ უწოდენ ლახვართა და მახვილთ პირთა გამკვეთელთა B) BCDE.
     
    1აქამდე განმარტება გამოკრებილია იოანე დამასკელის კათიღორიიდან, თავი 27 (S– 1463, 47 v).

    2აქამდე გამოღებულია იოანე დამასკელის კათიღორიის 27–ე თავიდან (S-1463, 47 v).

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9