* - <
[ {
Ֆ
რ< რ´ რა რბ რგ რე რვ რთ რი რკ რო რტ რუ რქ რღ რყ რჩ რც რძ რწ რჭ რჯ რჳ
რა რა რაა რაბ რაგ რად რაე რავ რაზ რათ რაი რაკ რამ რაო რას რაუ რაფ რაყ რაც რაძ რახ რაჲ რაჴ

რაოდენობა

რამდენობა, ესე არს შეკრებაჲ ერ[თ]თაჲ, რამეთუ ერთსა უკვე არა იტყვიან რაოდენად, არამედ დასაბამად რაოდ(ე)ნობისად, რამეთუ ერთისა და ერთისა იქმნების ორი, ვინაჲცა არა განმწვალებელი არს რაოდენობაჲ, არამედ შემკრებელი (სრულიად 33 კათიღორიაში იძიე1) ZA.

(+ სიმრავლის რიცხვი CD) რაოდენობაჲ არს შეკრება ერთთაჲ, რამეთუ ერთსა უკვე არა იტყვიან რაოდენად, არამედ დასაბამად რაოდენობისად, რამეთუ ერთისა და ერთისა შეკრებითა იქმნების ორი, ვინაცა არა განმწვალებელი რაოდენობა(ჲ), არამედ შემკრებელი და შემნაწევრებელი ერთთაჲ. რამეთუ ორთა ვიდრემე განყოფაჲ ერთად და ერთად თვის–თვისად, ესე განწვალებაჲ არს, ხოლო ერთისა და ერთისა ორად თქმა, ესე უფროჲსღა შეერთებაჲ არს. ხოლო საჴნარ არს ცნობად, ვითარმედ რაოდენობაჲ უკვე არს საზომი და რიცხვი და მრიცხ(ვ)ავი, რომელი რიცხვიდეს და ზომდეს. [+ ხოლო შერწყმანი სარაოდენონი არიან ეპიფანია, ღრამმი, ადგილი (+ და C) ჟამი. საჴნარ არს ცნობად, ვითარმედ წერტილი ურაოდენო არს, რამეთუ არა აღირიცხვის, არცა განიზომების, ვინათგან არა აქვს არცა ერთი განფენილობაჲ. ხოლო ღრამმ(ა)სა (+ რომელ არს ხაზი Cb) აქვს ერთი განფენილობა, რამეთუ არს იგი სიგრძე უსივრცოჲ . ესე შერწყმითად რაოდენობ(ის)ად აღიყვანების, რამეთუ ერთობისა მქონებელი განიზომების და კერძოთა მისთა აქვს ზოგადად საზღვრად შემ(ა)რწყმელად (+ კერძოთა მისთა CD) საშუალი წერტილი; ხოლო ეპიფანიაჲ (+ რომელ არს სიფრიფანა, ესე Cb) არს გარეგნით (გარეგანი E) კერძი სხეულისაჲ და საჩინოჲ და აქვს ორკერძო(ვე)ჲ განფენილობაჲ სიგრძედ (+ მიმართ E) და სივრცედ და ესეცა ერთობისა მქონებელი განიზომების და კერძოთა მისთა ჰქონან ზოგადნი რამე საზღვარნი შემ(ა)რწყმელნი საშუალისა მის ღრამმისანი. ხოლო სათანადო (+ არს CbE) ცნობად, ვითარმედ ვაკე (+ ვიდრემე CD) და სწორი ეპიფანიაჲ ველოვ(ა)ნად ითქმის, ხოლო უვაკოჲ ღვლარჭნილი (და გვლარძნილი E) მარტივად ეპიფანიად ოდენ, (+ ხოლო სხეულსა ჰქონან სამნი განფენანი: სიგრძე, სივრცე, სიღრმე, რომელ არს სიზრქე; და ერთობისა მქონებელი განიზომების და კერძოთა მისთა აქვს ზოგადად საზღვრად შემარწყმელად მათდა ეპიფანიაჲ CD), შეუდგეს სიდიდესა რაზომობა, ხოლო სიმრავლესა რაოდენობა CDE] BCDE (+ 33 თავს კათიღორიაში BE1).

 
1იგულისხმება იოანე დამასკელის დიალექტიკა (S- 1463, 48 v – 49 r).
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9