დ ა რ ბ ე ვ ა არს ერთისა ანუ ორისა კაცისა ხვასტაგთა წარტაცება; ა ფ ო რ ი ა ქ ე ბ ა – ყოველთავე რაჲცა აქვნდეს, ყოვლითურთ წარხმა; მ ო რ ბ ე ვ ა – სოფლებთა და თემთა ყოვლისავე წარტაცება; ა კ ლ ე ბ ა, რომელ არღარა დაუშთინოს რა; ო ნ ა ვ ა რ ი არს, კაცნიცა მოსწყვიდონ და ალაფი და ხვასტაგი იავარ ყონ ZA.
აფორიაქება. მორბევა ესრეთ განიყოფებიან: ფ ო რ ი ა ქ ი არს კაცნი არა დაატყვეო და რაიც აქვნდენ, სრულიად წარიტაცნენ; ა ლ ა ფ ო ბ ა არს საყოლელი არა წარიტაცო და საქონელი სრულიად მიუღონ; ო ნ ა ვ ა რ ი არს ვიეთნი კაცნიც მოსრან და ხვასტაგი სრულობით წარიხვნან B. აფორიაქება C. განუმარტავია DE.