* - <
[ {
Ֆ
ს´ სა სდ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სყ სჩ სც სძ სწ სჭ სხ სჯ სჰ სჳ
სა საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ საჟ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ საჴ

საბელი

L. კორდა B.
Turk. იფ ZAaBCDE.
Arm. ტოსუნქ B. თოგ CDE.
ზოგადი სახელი არს ყო(ვ)ელთა შეგრეხილთა; მკედის უსხოთა და გრძელთა ეწოდების ხ ე ზ ი; ხეზისა უსხოსა – ბ ა წ ა რ ი; ხოლო ლ ა რ ო ხეზისა მსგავსი არს; შ ი შ თ ვ ი ლ ი არს საბელი სარჩობელი და თ ო კ ი – მაზედ უსხოსი; ს ა კ ო ჭ ა ვ ი (+ არს საბელი Z) საპალნის შესაკრავი; ჭ ა პ ა ნ ი (+ არს საბელი Z) სხვილი და ურემთა აღსატვირთველი; ბ ა გ ი რ ი (+ არს საბელი Z) ყო(ვ)ელთა უსხოსი, ნავთა ღუზათა მოსაბმელი; წ ა ლ ა ე ბ ი არს თოკი კარავთა გასაბმელი; მ უ კ უ დ ი არს (+ საბელი Z) ცხენის ყელის(ა) მოსაბმელი (საბელი, და A) ტოილო (+ არს საბელი ცხენის Z) ფერჴზედ (ფერჴთა A) მოსაბმელი; გვარლი არს საბელი თივათაგან შეგრეხილი; ა ვ რ ი ტ ი (+ არს Z) საბელი ხის ხრალთაგან შეგრეხილი; ს ა გ დ ე ბ ე ლ ი არს (+ საბელი Z) შორით შესატყორცი, რემათა შესაპყრობელი ZA.

საბელი ზოგადი სახელი არს ყოველთა მკედთა უსხოთა შეგრეხილთა: მკედის უსხოთა და გრძელთა საბელთა ეწოდების ხ ე ზ ი; ხეზისა უსხოსა ეწოდების ბ ა წ ა რ ი; ხოლო ლ ა რ ო ხეზთავე მსგავსი არს; შ ი შ თ ვ ი ლ ი არს საბელი სარჩობელი; თ ო კ ი – საბელი მოსხო მაზედა; ს ა კ ო ჭ ა ვ ი – საბელი საპალნეთ შესაკრავნი; ჭ ა პ ა ნ ი არს სხვილი საბელი ურემთა აღსატვირთავი; ბ ა გ ი რ ი ყოველთა უსხოსი, ნავთა და ღუზათა მოსაბმელი; წ ა ლ ა ე ბ ი არს თოკი კარავთა; მ უ კ უ დ ი არს ცხენის ყელისა საბელი, ხოლო ტოილო – ფერჴთა მოსაბამი; გ ვ ა რ ლ ი არს საბელი თივათაგან შეგრეხილი; ა ვ რ ი ტ ი – საბელი ხრალთაგან შეგრეხილი; ს ა გ დ ე ბ ე ლ ი არს საბელი შორით შესატყორცი რემათა შესაპყრობლად. მშვილდის საბელი რომელიმე ღვედთაგანი იქმნების, რომელიმე აბრეშუმთა და მისთანათაგან B. საბელი ზოგადი სახელი არს ყოველთა შეგრეხილთა სხვილ(ით) წვლილამდე. (+ ხოლო Caq) მკედთაგან უსხოსი და გრძელი საბელი ხ ე ზ ი არს, და ხეზისა უსხოსთა საბელსა (საბელთა Cq) ეწოდების ბ ა წ ა რ ი, ხოლო ლ ა რ ო (+ არს საბელი Cb) რომელიმე ბაწართა უსხოსი (უწლოსი Cbq) და გრძელი არს, და რომელიმე – უსხვილესი და მოკლე (+ საბელი Caq); შ ი შ თ ვ ი ლ ი არს სარჩობელი საბელი; თ ო კ ი – მოსხო საბელი; (+ ხოლო Caq) ს ა კ ო ჭ ა ვ ი არს საპალნეთა შესაკრავი, თოკთა უსხოსი საბელი, რომელ(ნ)იმე შ ა რ ი ტ ს ა უჴმობენ; ჭ ა პ ა ნ ი არს უსხოსი მისი ურმისა აღსატვირთავი საბელი; ბ ა გ ი რ ი არს ყოველთა უსხოსი და გრძელი საბელი; წ ა ლ ა ე ბ ი არს კარავთა გასაბმელნი საბელი (საბლები Cq); მ უ კ უ დ ი არს ცხენთა ავშარათა მოსაბმელი საბელი, და ტ ო ი ლ ო ცხენთა ფერჴთა მოსაბმელი საბელი; გ ვ ა რ ლ ი არს თივათა ანუ ფინიკთა მიერი დაგრეხილი საბელი, ვიეთნი ა ლ ი ქ ა შ ა დ სახელ–სდებენ; ა ვ რ ი ტ ი არს თელათა, ლაფანთა და მისთანათა ხეთა ქერქთაგან შეგრეხილი საბელი; ს ა გ დ ე ბ ე ლ ი არს რემათა შეტყორცით თავგარდასაცმელი საბელი შესაპყრობ(ე)ლად [+ მშვილდის საბელი რომელიმე ღვედისაგან (ღვედთაგან Cb) იქმნებიან, რომელიმე აბრეშუმთა და მისთანათაგან Cab] C. განუმარტავია DE.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9