* - <
[ {
Ֆ
ს´ სა სდ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სყ სჩ სც სძ სწ სჭ სხ სჯ სჰ სჳ
სა საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ საჟ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ საჴ

სათამაშო

თამაშობის (თამაშობათ B) საქნელი ZAB.

სათამაშოცა განიყოფებიან: ასპარეზობად, მღერად, ფუნდრუკად, ხუნტრუცი, როკვად და შექცევად. ა ს პ ა რ ე ზ ო ბ ა არს თამაშობა მჴედართამიერი, ძელთა ისრისა სროლა, ბურთთა ყვანჭითა ცემა, აგრევე სანაგთა სროლა და ეგევითარი; მ ღ ე რ ა არს თამაშობა ნარდთა, ჭადრაკთა, ქოსთა და ეგევითარი, ხოლო ორორითა მღერასაცა იტყვიან; ფ უ ნ დ რ უ კ ი არს ვაჟთამიერი თამაშობა, რომელნი რბინ და ხლდიან, დღე და ღამე იქმან მრავალრიგთა სხვადასხვაობითა; ხ უ ნ ტ რ უ ც ი არს დედათამიერი ფუნდრუკება; რ ო კ ვ ა არს სამა და ცეკვა, ბუქნა და ფერჴული და მგრგვალთა წყობა და რაოდენი ებანთა და ბობღნთა სამწყობრითა და ტყველვითა იქმნებიან; შ ე ქ ც ე ვ ა არს გინა ამათ ყოელთა ზედა, გინა კენჭებითა და ჩხირებითა ანუ სხვათა ღონისძიებითა გაიქარვებდენ ჭმუნვათა და თამაშობდენ E3.

 
3ასეთი დაწვრილებითი განმარტება სხვა ნუსხებში მოიპოვება "თამაშობა" სიტყვასთან.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9