არს კეთილი სათევზე ადგილი სხვათა რითამე შესაპყრობელი, ხოლო ს ა ს ა ლ ი კ ო– ბადეთა მოსაყრელი ადგილი და მ ე ს ა ლ ი კ ე– ჴელმარჯვე მებადური ZA.
საპალურო არს კეთილი სათევზე ადგილი სხვა რითაც შესაპყრობი, ხოლო ს ა ს ა ლ ი კ ო– ბადეთა მოსაყარი ადგილი B. საპალურო ეწოდების ყოველთა საწყლისპიროსა ადგილთა თევზთა საპყრობელსა, მ ე ს ა ლ ი კ ე თ ა ადგილთა; ხოლო ს ა ს ა ლ ი კ ო, სადა ბადენი ესროლებიან და მოეყრებიან: ფ ა ც ე რ ი, კ ო კ ო ზ ა, კ უ დ მ ო ზ ვ ე რ ი და დ გ ვ ე ლ ა მ უ რ ი არიან ჩამომავ(ა)ლის თევზთა საპყრობი: ფ ა ც ე რ ი ლასტითა და სხვები გოდრითა, სხვადასხვა რიგი: კ ო ნ ი, ჭ ყ ო რ ვ ი ლ ი და ს ა გ ო დ რ ე – ქვემოდამ აღმავალის თევზის საპყრობი გოდორი პირშექცეულითა; ო ს ა რ ო – გაღობილი და ბადით საჭერი, ხოლო ო ჩ ხ ი – განთხრილი ქვით ამოყორვილი და ს ა ფ ი რ ჩ ხ უ ლ ე აგრევე ოჩხთა (+ მსგავსად Cb) ფიჩხით თევზთა საბუნაგე, გოდრით საპყრობი C. საწყლისპირო (+ სათევზე Cq) CqDE.