(+ ესე B) არს სადა მარადის ცეცხლი ეგზების (ენთების B), გინა ცეცხლთა ჭურჭელი ZAB.
საცეცხლე ეწოდების ყოველსავე ცეცხლის აღსანთებელსა, გინა სახლსა ცეცხლის მსახურთა შესაკრებელსა, გინა სამზარეულოთა და მისთანათა ადგილთა ცეცხლთა აღსანთებელთა, გინა ჭურჭელთა ცეცხლის შთასაყრელთა; ხოლო ს ა ც ე ც ხ ლ უ რ ი – სამღდელოთა ცეცხლის ჭურჭელთა სუ(ლ)ნელთა საკმეველთა დასაკმეველად; მ უ ჯ ა მ ა რ ი – აგრევე საცეცხლეთა დიდებულთა წინაშე სადგმელთა სუ(ლ)ნელთა დასაკმეველად; (+ ბ ე რ ვ ა რ ი – საცეცხლურსა უდიდესთა მათთასა Ca); მ ა ნ კ ა ნ ა – საცეცხლურთა რკინათა და რვალთაგან შემზადებულსა, საზამთროდ წინაშე დიდებულთა წინა სადგმელად, სითბოსათვის ნახშირთა აღსაგზებელად; კ ე რ ა კ ნ ი – მსგავს მისსა და სხვა რიგსა; ბ უ ხ ა რ ი არს სახლთა კედელთა შინა აღსანთებელი ცეცხლისა საკვამლე კედელთა შინა აღტანებული; ყ ვ ე რ ბ ი არს ერდოიანთა სახლთა საშუალ ცეცხლისა აღსანთებელი; ა კ უ თ ა არს, სადა ქვაბთა შემოსდგმენ, ნაგები ქვათა და კეცისაგან საცეცხლე(დ); თ ო რ ნ ე არს პურისა საცხობი მსგავსი ორმოსი; ღ უ მ ე ლ ი (+ არს Cb) კედელთა შინა კამაროსანი საცეცხლე პურთა საცხობლად და საჭმელთა შესაწველად; ს ა ჴ მ ი ლ ი არს მძლავრი საცეცხლე კაცთა დასაწვავად ანუ მისთანათა რათამე; თ უ ნ ი არს საცეცხლე ჭურჭელთა კეცისა და მარტაცისა გამოსაწვავი; ხოლო ბ რ ძ მ ე დ ი – ოქრომჭედელთა ჭურჭელი ოქროსა და ვეცხლთა დასადნობელი (დასადნობელთა Cb) Cab. განუმარტავია CqDE.