* - <
[ {
Ֆ
ს´ სა სდ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სყ სჩ სც სძ სწ სჭ სხ სჯ სჰ სჳ
სა საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ საჟ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ საჴ

სახელმოდგამი

ს ა ხ ე ლ მ ო დ გ ა მ უკვე არიან სახელითა ვიდრემე ზიარნი, ხოლო საზღვრითა, ანუ წარწერითა განყოფილნი, ვითარ–იგი სახელი ძაღლისაჲ სახელ–ოდგამ, არს, რამეთუ ცხად–ჰყოფს ჴმელისა(სა)ცა და ზღვის(ას) (ზღვისასა E) ძაღლსა, გარნა სხვა საზღვარი აქვს ჴმელისასა და სხვა – ზღვისასა, ვინა(ჲ)თგან სხვადასხვა არს ბუნება მათი; ხოლო წარსწერენ სახელმოდგამთა ესრეთ: სახელმოდგამ არიან, რომელთა სახელი ზოგადი იყო(ს) (+ თ ა ნ ა მ ო ს ა ხ ე ლ ე ვიდრემე არიან, რაოდენნი სახელითა და საზღვრითა წარწერითა სახელისათა ზიარ არიან, ვითარ–იგი ცხო(ვ)ელი ცხადჰყოფს კაცსაცა და ცხენსა, რამეთუ თ(ვ)ითოეული მათი სახელსაცა და საზღვარსა(ცა) ცხო(ვ)ელისასა მიითვალავს; ხოლო სხვათავე განყოფილთა ანუ თუ ერთი ქვემდებარე აქვს და ითქმიან სხვა სახელად, ვითარ–იგი აღსავალი და შთასავალი, რამეთუ აქვს მათ ერთი ქვემდებარე, რომელ არს კიბე, ანუ არა აქვს ერთი ქვემდებარე და ითქმიან სხვად, ვითარცა არსებაჲ და შემთხვევითი, ამათ სახელიცა სხვა აქვს და წარწერაცა სხვა, არცა აქვს ერთი ქვემდებარე; ხოლო არიან რამე საშუალ სახელმოდგამისა და თანამოსახელეთა ზიარნიცა და განყოფილნი სახელითაცა და საზღვრითა, რომელნი ს ა ხ ე ლ ნ ა რ თ ა უ ლ ა დ იწოდებიან, ვითარ–იგი ღრამმატიკოსობისაგან ღრამმატიკოსი, რამეთუ ზიარ არიან სახელითა, ხოლო განიწვალებიან დასასრულითა სახელებისათა, რომელ არს მარცვალი უკანასკნელი, და კვალად საზღვ(ა)რითა ზიარ არიანცა და განიყოფ(ებ)იან, რამეთუ ღრამმატიკოსობაჲ უკვე მეცნიერებისა არს, ხოლო ღრამმატიკოსი არსება, რომელსა შინა არს მეცნიერებაჲ1 CDE) ZABCDE.
 
1განმარტება გამოღებულია იოანე დამასკელის კათიღორიის 14, 15, 17 და 18 თავებიდან (S- 1463, 45 v - 46 r).
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9