* - <
[ {
Ֆ
ს´ სა სდ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სყ სჩ სც სძ სწ სჭ სხ სჯ სჰ სჳ
სია სიბ სიგ სიდ სიე სივ სიზ სით სიი სიკ სილ სიმ სინ სიო სიპ სირ სის სიტ სიფ სიქ სიღ სიყ სიშ სიჩ სიც სიძ სიწ სიჭ სიხ სიჯ სიჴ

სიღოდა

(5, 21 გალატ.) ესე არს მთრვალისა მიერ ხუმრობა, მასხარ(ა)ობა, ზველვა, სიმღერა, როკვა, გინა სამეძაო ტრფიალებათა აღსაძრველი რამენი, გინა ღვინით ცნობის მიღებით ჴმოანება, უკაფიო და უშვერი, გინა მემთრვალობისათვის ვალის აღება (+ სიღოდანი იგივე ZAa) ZA.

(5, 21 გალატ.) სიღოდანი არს მთვრვალისა მიერ ხუმრობა, ზველვა, სიმღერა, როკვა, გინა სამეძაოთა ტრფიალებათა აღსაძრველი რამენი, გინა ცნობის მიღებით ჴმოანება უკაფიო და უშვერი, გინა მემთვრალობისთვის ვალს იღებდეს B. სიღოდანი არს მემთრვალობა განუძღომელი და მოუკლებელი, გინა მთრვალობისა მიერ შებილწებული სიმღერა და როკვა, რათა სამეძაო ტრფიალება აღიძრას, გინა მთრვალთაგან სიცილი უწესო და სიტყვა ბილწებისა, გინა მთრვალთაგან ცნობა–მიღებულთა, რომელთა არღარა ეძლოს რამე თვინიერ ცუდთა ჴმოანებათა კიდე, კაფიათა და სიტყვათა თქმა სასიმღეროთა C. სიღოდანი იოსიპოსმა1 და 63 ფსალმუნის თარგმანმა (+ ენამრავლობით ცილსა და სიცრუეს E) კაცთა საამოვნოდ (საამებელად D) სიცილის აღზრზენად ეწერა (თქვა D), გრიგოლი ღ~თის მეტყველის სხოლიონში2 ეწერა: სიღოდა არს მთვრალობისაგან შებილწება, სიმღერა, როკვა, რათა ტრფიალება აღიძრას სამეძაო. მწუბება ვითარ შედგომილად უწყის სიტყვანი გემოვნებანი (+ მოციქულთ თარგმანში ეწერა: მთვრალობასა შეუდგს სიღოდა, რომელ არს განკუთვნილი სიმღერა მომთვრალეთა, რაჟამს გარდარეულებითა სმისათა სხვა არღარა ეძლის თვინიერ ჴმანი რამე უძლურნი და აღსავსენი დაჴსნილობითა D) DE.

 
1შდრ. A-675, 213 v 11;

2შდრ. A-292, 78 r., 28.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9