(3, 66 დანიელ) სითბოგარდარეული ჭრტიალი. ს ი თ ბ ო ეწოდების სიცივისა წინააღმდეგსა რასამე მცირესა ნაწილსა; მ ზ ვ ა რ ე არს მზემდეგი ადგილი მოთბო; ყ უ დ რ ო არს, სადა ქარი ძლიერად ვერა ხვდებოდეს, გინა ჴმელთა, გინა ნავთსაყუდელსა მშვიდთა; ს ი ც ხ ე არს განძლიერებული სიმჴურვალე მზისა თუ ცეცხლისა, გინა ჰაერისა, გინა სნებითა განჴურვებულისა; ხ ვ ა ტ ი არს მეტად ძლიერი სიცხე მზისა; პ ა პ ა ნ ე ბ ა არს მოუთმინარი სიცხე მზისა; ჭ რ ტ ი ა ლ ი არს, რა მზემან კლდენი, გინა ბარნი ადგილნი განაჴურვოს და თვალნი ვერ შემძლებელ იყოს შედგმად, გინა ილეკრო, გამდნარი ცეცხლისაგან, ელვარობდეს საზარლად; ხოლო უ ნ ჯ უ ფ ა – აბანო ცხელი და გინა სახლი მისთანა Z.
(+ 3, 66 დანიელ A; 31, 4 დაბად. B) სითბო გარდარეული AB1. განუმარტავია CDE. ["ხვატ"–ის სხვაგვარი ახსნა ნ. სიცივე,სთან, ჭრტიალ,თან].