* - <
[ {
Ֆ
ს´ სა სდ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სყ სჩ სც სძ სწ სჭ სხ სჯ სჰ სჳ
სკა სკვ სკი სკმ სკნ სკო სკრ სკუ სკჳ

სკორე

(5, 25 ესაია) განავალი. სკორე ზოგადი სახელი არს (+ ყოელთა ZA) განავალთა ცხო(ვ)ელისათა (ცხოველთა განავალთა B). ხოლო ფრინველთასა ეწოდებიან ს კ ი ნ ტ ლ ი, თევზთასა – ტ უ რ ტ ლ ი, მძრომთასა – ც უ რ ც ლ ი, ცხოვართასა – დ ე ნ გ რ ა, თხათა და გარეთხათა(სა) (+ და მისთანათასა ZA) - კ უ რ კ ლ ი, (+ ზროხათა და AbB) კამბეშთასა – ნ ე ხ ვ ი და კ ე ლ ი, ღორთასა – ჩ ხ რ ი ნ კ ე ლ ი, ცხენთა და ვირთასა – ჩ ო ნ ჩ ო რ ი კ ი, ძაღლთა და მჴეცთასა (მჴეცთა B) (+ და ეგევითართა B)– მ ჩ ო რ ე, კაცთასა – მ ძ ღ ნ ე რ ი, ჴმელს(ა) ნეხვსა – წ ი ვ ა და ფ უ ნ ე, თხელს(ა) სკორესა – ტ რ ა წ (ი) (+ ტრედის სკინტლსა – ნ ა ე დ ო მ ი. 4 მ ე ფ. 6, 25 ZA) ZAB.

განავალი ყოველთა. (+ სკორე ზოგადი სახელი არს ყოველთა სკორეთა. ხოლო სკორესა კაცისასა ეწოდების მ ძ ღ ნ ე რ ი, ძაღლთა და მჴეცთასა – მ ჩ ო რ ე, თხელსა სკორესა – ტ რ ა წ ი, ზროხათა და კამბეშთა სკორესა – ნ ე ხ ვ ი და კ ე ლ ი, ცხენთა, ვირთა და ჯორთასა – ჩ ო ნ ჩ ო რ ი კ ი, ცხოვართასა – დ ე ნ გ რ ა. თხათა და გარეთხათა – კ უ რ კ ლ ი, ღორთასა – ჩ ხ რ ი ნ კ ე ლ ი, მძრომთასა – ც უ რ ც ლ ი, ფ რ ი ნ ვ ე ლ თ ა ს ა – ს კ ი ნ ტ ლ ი და ჴმელთა ნეხვთა – წ ი ვ ა და ფ უ ნ ე ც ეწოდების Cab) C. განავალი D. განუმარტავია E.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9