* - <
[ {
Ֆ
ს´ სა სდ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სყ სჩ სც სძ სწ სჭ სხ სჯ სჰ სჳ
სლბ სლვ სლო სლუ

სლვა

Turk. გეზმაღ ZAaB.
Arm. მანგალ Z, გნალ B.
(33, 2 რიცხ.) სიარულიცა მრავალ–სახე(ლ) არიან, რამეთუ სლვანი სხვადასხვაობით განიყოფებიან: ნებიერად კაცთ(ა) სლვასა უჴმობენ ვ ი დ ო დ ა ს ა და ს ლ ვ ა ს ა, ეგრეთვე ნავთასა; ხოლო ჭმუნვათა განმაქარვებელად წალკოტთა ანუ მინდორთა მიმოვლასა – მ ო თ ხ ვ ა ს ა და ი მ ო თ ხ ვ ი დ ა ს ა, რომელსა მსოფლიონი ს ე ე რ ნ ო ბ ა ს(ა) უჴმობენ; ჩქარა სლვასა – გ ვ ა ლ ე; ზოგად მრავალთაგან სლვასა – ტ რ ვ ა და ტ ა რ ე ბ ა; მალიადობასა – ს რ ბ ა; შეშინებულის(ა) მიერ სრბასა – ლ ტ ო ლ ვ ა; მაღლად კისკასად რეცა შეფრენასა – ხ ლ დ ო მ ა; უსაქმოდ ცუდად სიარულსა – ტ ა ნ ტ ა ლ ი; სნებოანთა მიერ უსუსურსა სიარულსა – ღ ო ნ ღ ი ლ ი; ფერჴ–გადგმით სლვასა – ბ ა ჯ ბ ა ჯ ი; ჩჩვილთაგან ოთხზე სიარულს(ა) – ჩ ო ჩ ვ ა და ბ ო რ დ ღ ვ ა; მუცლითა და თეძოთ სლვასა – ც ო ც ვ ა; ჩჩვილთ ჴელ–მოკიდებით ტარებასა – ტ ა ა ტ ი; მონადირეთაგან ნადირთ მისაპარა(ვა)დ მუცლით ცოცვასა – ც ო რ ვ ა; მოგზაურთაგან სიარულსა – ი ა რ ე და ჟ ა რ ე; პირუტყვთ(ა) სლვასა – ს ი ა რ უ ლ ი; მათსა მალიად სიარულსა – რ ბ ე ნ ა და ჭ ე ნ ე ბ ა; პირუტყვთა ხლდომასა – ხ ლ ტ ო მ ა; მათსავე ჰაერში გრძლად გახლტომასა – ლ ი ვ ლ ი ვ ი; მათს თამაშობით რბენასა – კ უ ნ ტ რ უ შ ი და ი ბ ე კ ნ(ი); (+ მათსავე Z) ავად სიარულსა – ჩ ა ქ ჩ ა ქ ი; ცხენთა გოგმანით სიარულსა – თ ო ხ ა რ ი კ ო ბ ა; სხვარიგს კეთილსა სიარულსა – მ ე რ ნ ო ბ ა; ავს სიარულს(ა) – ჯ ა გ ჯ ა გ ი; ფერჴი რომ ვერ ანდოს, კრთომით სიარულს(ა) – ბ ო ბ ვ ა; უბადო ცხენის ავს სიარულს(ა) ჩ ა ნ ჩ ა ლ ი; ფრინვლის კეთილად სიარულს – გ ო გ ვ ა; (+ მისავე Z) ავად სიარულს – ლ ა ხ ლ ა ხ ი; გველთათა (გველთასა Ab)- გ ლ ი ნ ვ ა; მძრომთასა – ძ რ ო მ ა; ჭიაჭუათასა – ღ ო ღ ვ ა; მელთასა – ც ა ნ ც ა ლ ი; სლვისა და სირბილის საშუალსა – ძ უ ნ ძ უ ლ ი; თევზთა და ზღვიერთასა – ც უ რ ვ ა ZA.

სიარული. სიარულიცა მრავალსახელ არიან, რამეთუ სლვანი სხვადასხვაობით განიყოფებიან: ნებიერად კაცთა სლვასა უჴმობენ ვ ი დ ო დ ა ს ა და ს ლ ვ ა ს ა, ეგრეთვე ნავთასა; ხოლო ჭმუნვათა განმაქარვებელად წალკოტთა შინა ანუ მინდორთა მიმოვლასა – მ ო თ ხ ვ ა და ი მ ო თ ხ ვ ი დ ა, რომელსა მსოფლიონი ს ე ე რ ნ ო ბ ა ს უჴმობენ; ჩქარა სლვასა – გ ვ ა ლ ე; ზოგად მრავალთაგან სლვასა – ტ რ ვ ა და ტ ა რ ე ბ ა; მალიადობას – ს რ ბ ა; შეშინებულისა მიერ სრბასა – ლ ტ ო ლ ვ ა; მაღალს კისკასად რეცა შეფრენას – ხ ლ დ ო მ ა; უსაქმოდ ცუდად სიარულსა – ტ ა ნ ტ ა ლ ი; სნებოანთა მიერ უსუსურთა სიარულთა – ღ ო ნ ღ ი ლ ი; ფერჴ–გადგმით სლვასა – ბ ა ჯ ბ ა ჯ ი; ჩჩვილთაგან ოთხზედ სიარულს – ჩ ო ჩ ვ ა და ბ ო რ დ ღ ვ ა; მუცლით და თეძოთ სლვასა – ც ო ც ვ ა; ჩჩვილთ ჴელით ტარებასა – ს ი ა ლ ა და ტ ა ა ტ ი; მონადირეთაგან მუცლით ცოცვასა მისაპარად – ც ო რ ვ ა; მოგზაურთაგან სიარულად – ი ა რ ე და ჟ ა რ ეც; ითქმის; პირუტყვთა სლვასა – ს ი ა რ უ ლ ი; მათს მალიად სიარულსა – რ ბ ე ნ ა და ჭ ე ნ ე ბ ა; პირუტყვთ ხლდომასა – ხ ლ ტ ო მ ა; მათსავ ჰაერში გრძლად გახელტასა – ლ ი ვ ლ ი ვ ი; მათს თამაშობით რბენასა – კ უ ნ ტ რ უ შ ი და ი ბ ე კ ნ; მათს ავად სიარულს – ჩ ა ქ ჩ ა ქ ი; ცხენთა გოგმანით სიარულსა – თ ო ხ ა რ ი კ ო ბ ა; სხვარიგს კეთილს სიარულს – მ ე რ ნ ო ბ ა; ავს სიარულსა – ჯ ა გ ჯ ა გ ი; ფერჴი რომ ვერ ანდოს, კრთომით სიარულსა – ბ ო ბ ვ ა; უბადო ცხენის ავს სიარულსა ჩ ა ნ ჩ ა ლ ი; ფრინვლის კეთილად სიარულს – გ ო გ ვ ა და ავად სიარულს – ლ ა ხ ლ ა ხ ი; გველთასა - გ ლ ი ნ ვ ა; მძრომთასა – ძ რ ო მ ა; ჭიაჭუათასა – ღ ო ღ ვ ა; მელთასა – ც ა ნ ც ა ლ ი; სირბილისა და სლვის საშუალსა – ძ უ ნ ძ უ ლ ი; თევზთა და ზღვიერთასა – ც უ რ ვ ა B. განუმარტავია Cb.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9