* - <
[ {
Ֆ
ს´ სა სდ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სყ სჩ სც სძ სწ სჭ სხ სჯ სჰ სჳ
სქდ სქე სქი სქო

სქესი

(+ სქესი B) რომელ არს თანა–მინახეთქი, ანუ თანა–მიეგრობა. სქესი არს ვითარცა კიბე რამე, გინა ნიშანი რამ(ე) გამყოფელი, ვითარცა განეყოფ(ვ)ის აღსავალი შთასავალსა სქესითა, უკეთუ ჴელოვნებისა მიერ, ვითარ–იგი მოძღვრისაჲ მოწაფისა მიმართ, ანუ (+ თუ B) ბედისა მიერ, ვითარ–იგი მეფისაჲ მონისა მიმართ, ანუ წინა–აღრჩევისა მიერ, ვითარ–იგი მოყვსისაჲ მოყვსისა მიმართ, ანუ ბუნებით, ვითარ–იგი მამისაჲ ძისა მიმართ; ხოლო აწ თქმულთა ამათ სქესი ბუნება არს1 ZAB.

სქესი რომელ არს თანა–მინახეთქი ანუ თანა–მიეგრობა, ხოლო თუ თანამიეგროს, თანა–იქცეს და თანა–ივნოს. ხოლო სათანადო არს ცნობად, ვითარმედ სქესი ითქმის ანუ ჴელოვნებისა მიერ, ვითარ–იგი მოძღვრისაჲ მოწაფისა მიმართ; ანუ ბედისა (ნებისა D) მიერ, ვითარ–იგი მეფისაჲ მონისა მიმართ; ანუ წინა–აღრჩევისა მიერ, ვითარ–იგი მოყვსისა მიმართ; ანუ ბუნებით, ვითარ–იგი მამისაჲ ძისა მიმართ. ხოლო აწ თქმულთა ამათ სქესი ბუნება არს (+ სქესი ნიშანი რამე არს განყოფათა Cab), ხოლო განეყოფვის აღსავალი შთასავალსა სქესითა მხოლოთა2 CD. სქესი რომელ არს თანა–მინახეთქი, ანუ თანა–მიეგრეობა. ხოლო თუ თანა–მიეგროს, თანა–იქცეს და თანა–ივნოს. სქესი სულისა, რომელ არს დანახეთქი E3.

 
1შდრ. A- 250, 85 r-v,

2უმთავრესად ეს განმარტება აღებულია ი. პეტრიწის "თარგმანებიდან" (წ. II, გვ. 161, 16-17) და ამონიოსის წიგნიდან "მოსაჴსენებელი ხუთთა ჴმათადმი" (A-250, 85 r-v).

3ამოღებულია ი. პეტრიწის "თარგმანებიდან" (წ. II, გვ. 161, 16-17 და 214, 20-21).

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9