ნაბდის სახლი;
ფალანგი ეწოდების (ეწოდება A) კედელთ სიმაღლისათვის გალატოზთ ფერჴის სადგმელსა;
ფალანგი ბერძულად ეწოდება ჴერჴსა ZA.
ფალანგი არს სახლი ნაბდისა, რომელსა თურქმანნი იქონებენ და ალაჩუხად სახელ–სდებენ; ფალანგი ეწოდების კედელთ სიმაღლისათვის გალატოზთ ფერჴთ დასადგმელს შემზადებულსა; ფალანგი ეწოდების ჴერჴთა და ვერაგობათა ბერძულად B. ფალანგი არს (ეწოდების Cq) სახლი (სახლთა Cq) ნაბდისა(თა), რომელსა თურქმანი იქონებენ და ალაჩუხად სახელ–სდებენ; კვალად ფალანგი ეწოდების კედელთა სიმაღლისათვის გალატოზთა (გალასტულთა Cq) მუშათა ფერჴის სადგმელთა შემზადებულთა; კვალად ფალანგი (ფალანგები Cq) ეწოდების ჴერჴთა და ვერაგობათა ბერძენთა ენითა C. ესე არს საშენებელად კედელთა სიმაღლისათვის გალასტული გალატოზთა დადგომისათვის D. (უჴმ.) ესე ფალანგი ორად ითქმის: ერთი არს კარავი ნაბდისა, რომელსა თურქმანი ალაჩუხად უჴმობენ, ხოლო მეორე უმეცარნი კედელთა ჩათრსა, რომელსა სიმაღლისათვის გარმოადგმენ, მას უჴმობენ E.