ბრჭყალი ეწოდების ჴელთა ნებისა თითით (თითთა Cq) ფრჩხილამდე და ფერჴთა (+ ტერფისა Cq) ქუსლით ვიდრე თითთა ფრჩხილამდე C. (დაბად. 25, 25) დაბადება იტყვის: იგი უმზირდეს თავსა შენსა და შენ უმზირდე ბრჭალთა მისთა. სხვა წერილი იტყვის: დაგიპყრიეს ქვეყანა ბრჭალთთა. ხონოღროფსა შინა წერილ არს საზომად: ორმეოცი წყრთა და ათი ბრჭალი. აქა არა ემოწმნეს ურთიერთს. ხოლო სხვათა წიგნნი შევამოწმე და მუნ წვივი იყო დაბადებასა შინა მათსა და არცა ესე შემოწმდა, დიადად დამაურვა. [ექვსთა დღეში ფრჩხილად თქვა] E.
1 B-ში განმარტებად ხლებია: "ბრჭალი არს ჴელის ნებით თითის ფრჩხილამდე და ფერჴის ქუსლით თითის ფრჩხილამდე", რაც მერმე გადახაზულია.
to main page | Top 10 • Feedback • Login | top of page |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |