* - <
[ {
Ֆ
ქ< ქა ქე ქვ ქი ქლ ქმ ქნ ქო ქრ ქს ქუ ქშ ქც ქჳ
ქა ქაა ქაბ ქად ქავ ქათ ქალ ქამ ქან ქარ ქას ქატ ქაფ ქაქ ქაღ ქაშ ქაჩ ქაც ქაწ ქაჯ

ქარი

L. ილვენტო B.
Turk. იელ ZAaBCDE.
Arm. ქამი ZCDE, ჰუღმ CDE.
(+ 3, 65 დანიელ ZA) ქარი არს მზისა და ვარსკვლავთა მიერ ქვეყ(ა)ნით აღტაცებული სიმჴურვალისა და სიჴმელის(ა) აღორთქლებაჲ და ჰაერთა შინა მოძრავი. უკეთუ ზე აღჴდა ღრუბელთასა, იქმნების უცივეს, ხოლო უქვემოესი – უთბოს. ხოლო ქართა გარეშემოწერანი ესე არიან (არს B) და სახელებიც(ა) მათნი რაოდენ(ნ)ი არიან, ანუ სადით ქრიან (+ იგინი B). ხოლო ქრიან ქარნი აღმოსავ(ა)ლით დღისა და ღამის გასწორებისაჲთ აპოლიოტი, და დასავ(ა)ლით – ზეფიროსი, სამხრით – ნოტოჲ და ჩრდილოთ – აპარკტიაი; აპოლიოტსა და აპარკტიას(ა) საშუალ – კეკიაჲ; აპარკტიოსა (აპარკტიასა B) და ზეფიროსს საშუალ – არგესტი; ზეფიროს(ს)ა (+ და ZB) ნოტოჲს საშუალ – ლიფსი; ნოტოჲს(ს)ა და აპოლიოტსა საშუალ – ევროპი; აპოლიოტსა და კეკიაჲს საშუალ – ნიავი; კეკიაჲსა და აპარკტიას საშუალ – ბორიასი; აპარკტიოსა და არგესტისა საშუალ – თრასკესი; არგესტისა და ზეფიროსის საშუალ – იაპიქსი; ზეფიროსისა და ლიფსის საშუალ – ჭალიკონი; ლიფსისა და ნოტოიას (ნოტოისა B) საშუალ – ლიონოტო; ნოტოისა და ევროპის საშუალ – ფინიქსი; ევროპისა და აპოლიოტისა საშუალ – ხორშაკი; აპოლიოტისა და ნიავის(ა) საშუალ – ნიავქარი; ნიავისა და კეკია(ჲ)ს საშუალ – საბარული; (ხაბარული AbB); კეკიაჲსა და ბორეაჲს(ა) საშუალ(...)1; ბორეაისა (ბორიაჲს B) და აპარკტია(ი)ს საშუალ – ვორიაჲ; აპარკტიასა და თრასკეაის (თრასკესის B) საშუალ – ტვიფონი; თრასკესისა და არგესტის საშუალ – კირკიდო(ჲ); არგესტისა (+ და ZAbB) იაპიქსის საშუალ – ულუმპიაჲ; იაპიქსისა და ზეფიროსის საშუალ – ეღრასტი (ერღასტი B); ზეფიროსისა და ჭალიკონის საშუალ – თერხვი; ჭალიკონისა და ლიფაის(ას) (ლიფასის B) საშუალ – ქუსბორიაჲ; ლაფაისის (ლიფაისა B) და ლიონოტოსის საშუალ – არავი; ლიონოტოს(ი)სა და ნოტოისა საშუალ – ლევბემონოსი (ლევბენომოსი B); ნოტოისა და ფინიქსის საშუალ – ევრონოტოსი; ფინიქსისა და ევროპის საშუალ – [....]2; ევროპისა და ხორშაკის(ა) საშუალ [....]2; ხორშაკისა და აპოლიოტის საშუალ – [...]2. ესრეთ არს (არიან B) ყო(ვ)ელი(ვე) ქროლა, განმხილველო ZAB3.

ქარი არს მზისა და ვარსკვლავთ(ა) მიერ(ი) ქვეყანისაგან (ქვეყანათაგან CqD) სიმჴურვალისა და სიჴმელისა აღორთქლება, აღტაცებული (+ და Cab), ჰაერთა შინა მოძრავი; უკეთუ სიმაღლესა ღრუბელთასა აღ(ჰ)ჴდა, იქმნების უცივეს, (+ ხოლო C) უქვემოესი – უთბოს4, ხოლო ქოიას ქარნი აღმოსავ(ა)ლით უკვე საზაფხულოჲთ კეკიაჲ; აღმოსავ(ა)ლით დღეთა განსწორებისაჲთ აპილიოტი (აპილიტოი D); აღმოსავ(ა)ლით საზამთროჲთ – ევროსი, (+ და CqD) დასავ(ა)ლით საზამთროჲთ – ლიფსი, დასავ(ა)ლით დღეთა განსწორებისაჲთ – ზეფიროსი, დასავ(ა)ლით საგაზაფხულოჲთ – არგესტი, რომელ არს ულვიპიაჲ (ულვიმპიაჲ CqD) და იაპვიქსი და ერღასტი (ეღრასტი Cab). და მერმე ნოტოისი და აპარკტიაჲ ურთიერთას წინააღმდგომად ქრიან. (+ და CqD) ესრეთ საშუალ აპარკტ(ე)ოჲსა და კეკ(ი)ოჲსა (კეკოოსა Cb) ბორეასი. ხოლო ევროსისა და ნოტოსისა საშუალ ფვინიქსი, რომელსა–იგი ევრონოტოსად უწესენ, ხოლო საშუალ ნოტომისა და ლიფაჲსა ლიონოტოსი და ლვევბნომოსი. ხოლო საშუალ აპარკატოჲსა (აპრაკატოისა CqD) და არგეტოისა (არგეტოჲსა Cb) თრასკესი (თრასკეასი CqD), რომელ არს კირკიდო სახელდებული იგი სპარსთაგან. ხოლო არიან (+ ყოველნივე D) ათორმეტნი, რომელთა გარემოწერა არს ესე.5 (+ და Cab) არიან ქარნი სხვანიცა, რომელსა ეწოდების ვორიაჲ, დამაყენებელი ნავთა, და ტვიფონ უწოდიან ქარსა უმძ(ლ)აფრეს(ს)ა და უმძლავრესსა ღრუბელთა სიჴშოსაგან; სხვა ქარი (+ კვალად C) მძ(ლ)აფრი – ჭალიკონი, აღმაშფოთებელი ზღვათა; არავი არს ქარი სამხრით (+ მქროლელი Cab), განმადნობელი ყინელთა: თერხვი (თერყვი უწოდიან CqD) ქარსა სასტიკსა და ცოტასა ადგილს(ა) მქროლელსა და არა ყოველ(თა)გან, ვითარცა–იგი სხვანი (+ ქარნი C) და სხვანიცა არიან ქარნი და ნიავნი, რომელთა სახელები ვერა ყოველთანი ვპო(ვ)ე(ნ) CD. ქარი არს მზისა და ვარსკვლავთა მიერ ქვეყანათაგან სიმჴურვალისა და სიჴმელისა აღორთქლება, აღტაცებული ჰაერთა შინა, მოძრავი. უკეთუ სიმაღლესა ღრუბელთასა აღჰჴდა, იქმნების უცივეს და უქვემოესი – უთბოს6. ხოლო ქრიან ქარნი აღმოსავალით უკვე საზაფხულოჲთ კეკიაჲ; აღმოსავალით დღეთა განსწორებისათა – აპილიოტი; აღმოსავალით საზამთროჲთ – ევროსი; დასავლით საზამთროჲთ – ლიფსი; დასავლით საზამთროჲთ – ლიფსი; დასავლით დღეთა განსწორებისაჲთ – ზეფიროსი; დასავლით საგაზაფხულოჲთ – არგესტი, რომელ არს ულვიმპიაჲ და იაპვიქსი და ერღასტი, და მერმე ნოტოსი და აპარკტიაჲ, ურთიერთს წინააღმდგომად ქრიან. და ესრეთ საშუალ აპარკტიოჲსა და კეკიოჲსა – ბორეასი; ხოლო ევროსისა და ნოტოსისა საშუალ – ფვინიქსი, რომელსა–იგი ევრონოტოსად უწესენ. ხოლო საშუალ ნოტომისა და ლიფაჲსა – ლიონოტოსი და ლვევბნომოსი. ხოლო საშუალ აპრაკატიოსა და არგეტოისა – თრასკეასი, რომელ არს კირკიდო, სახელდებული იგი სპარსთაგან. ხოლო არიან ყოველნივე ათორმეტნი, რომელთა გარემოწერა არს ესე:7 არიან ქარნი სხვანიცა, რომელსა ეწოდების ვორიაჲ, დამაყენებელი ნავთა, და ტვიფონ უწოდიან ქარსა უმძაფრესსა და უმძლავრესსა ღრუბელთა სიჴშოსაგან. და არავი არს ქარი სამჴრეთით, განმადნობელი ყინვათა, და ჭალიკონია არს ქარი აღმაშფოთებელი ზღვათა; თერყვი არს ქარი ერთსა ადგილსა ძლიერად მქროლელი და არა ყოელგან, და სხვა ქარნი და ნიავნი მრავალ არიან, რომელთა სახელები ვერა ვიპოვე. ამათ მიერ არს ნავთა სლვანი8 E.

 
1თავისუფალი ადგილია გაშვებული.

2ადგილია გაშვებული.

3ნაწილობრივ გამოკრებილია იოანე დამასკელის წიგნიდან, "გარდამოცემიდან" (S-1463, გვ. 67).

4აქიდან იწყება "გარდამოცემის" შესატყვისი ნაკვეთი.

5აქამდის ატანს "გარდამოცემის" შესატყვისი ნაკვეთი.

6აქიდან იწყება "გარდამოცემის" შესატყვისი ნაკვეთი.

7აქამდის ატანს "გარდამოცემის" შესატყვისი ნაკვეთი.

8აქ ავტორი შენიშვნას ურთავს: "ესე ქართა ნიშანი ლათინთა მიერ გარდმოვიღე, ხოლო ქართა წესნი და საქმენი მადგან ვერა გარდმოვიღე, რამეთუ ენის მცოდნე არა მყვანდა, თქვენ ეცადეთ".

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9