* - <
[ {
Ֆ
ქ< ქა ქე ქვ ქი ქლ ქმ ქნ ქო ქრ ქს ქუ ქშ ქც ქჳ
ქუ ქუა ქუბ ქუდ ქუე ქუთ ქულ ქუმ ქუნ ქურ ქუს ქუქ ქუშ ქუჩ ქუხ ქუჯ ქუჱ

ქუეყანა

L. მონდო B.
Turk. დუნია ZAaBE.
Arm. იერგირ C.
(ქუჱყანა ZAB, ქვეყანა CqE) (1, 1 დაბად.) ქვეყანა ერთი არს ოთხთა კავშირთაგანი, ჴმელი და გრილი, მძიმე და უძრავი, არამყოფობისაგან ყოფად პირველსა დღესა მოყვანებული ღ~თისაგან; ხოლო ქვეყანისა შინა კერძო არს ჯოჯოხეთი და ქვეყანა გარე–შეცულ არს ჰაერისაგან (ჰაერისა მიერ B); ხოლო ჰაერი შეცულ არს (შეცული B) ეთერისა მიერ და ეთერი შეცულ არს (შეცული B) ცათაგან ZAB.

ქვეყანა ერთი არს ოთხთა ნივთთაგანი ჴმელი და გრილი (+ და CabD) მძიმე და უძრავი არა(მ)ყოფობისაგან ყოფად პირველსა დღესა მოყვანებული ღ~თისაგან, რამეთუ დასაბამად იტყვის: ქმნა ღ~თან ცა და ქვეყანა. ხოლო ქვეყანისა შინა კერძო(სა) არს ჯოჯოხეთი და იგი შეზღუდვილ არს კლდეთა და მიწათა მიერ, ხოლო (და D) ზედა კერძო (+ მისსა C) არს სადამე ჴმელი, (+ და D) სადამე ზღვა. (+ და C) უმრავლესთა ადგილთა ჴმელთა რა თხარონ სიღრმისა მიმართ, აღმოეცენებიან წყალნი, გამოწოვნებისა მიერ ზღვათაგან ჴმელნი მიიზიდვენ (მოიზიდვენ CqD), ხოლო ქვეყანა მგრგვალ არს ზღვითურთ და გარე–შეცულ(ი) ჰაერისა მიერ და ჰაერი შეცულ(ი) (+ არს CqD) ეთერისა მიერ. და არს სრულიად ზღვისა და ჴმელისა (ჴმელეთისა CqD) სიმგრგვლე ორი ბევრის–ბევრი (ბევრი CqD) და ათას ექვსასი ეჯი, ხოლო სიგრძე მისი არს ერთი ბევრის–ბევრი (ბევრი CqD) და რვაასი ეჯი; სივრცე მისი არს ექვსი ათას რვაას ოცდაორი ეჯი; სიღ(რ)მე მისი არს ათას ოთხას ოცდაათექვსმეტი ეჯი. (+ [ქვეყანა შეცული აერისაგან, აერი გარე–შეცული ეთერისა მიერ და ეთერი მთოვარისა ცისა მიერ, რომლისა სახელი არს ჭირანო; და მერმე ერმის ცა, რომელსა ეწოდების ცორანო, და მერმე აფროდიტის ცა, რომელსა ეწოდების მელატარო, მერმე მზის ცა, რომელსა ეწოდების კოჭიმელი, მერმე არიას ცა, რომელსა ეწოდების ჭიმჭიმელი, მერმე დიას ცა, რომელსა ეწოდების კიმკიმელი, მერმე კრონოსის ცა – არბასტრო, მერვე ვარსკვლავთ ცა, რომელიცა აღმოსავალით დასავალად მიიქცევის, მერმე მეორე მძვრელი ცა და მერმე პირველი მძვრელი ცა, რომელი ყოველთა ცათა აღმოსავალით დასავალად გარდააბრუნებს და მსგავსი არს ბროლისა. ხოლო გარეგანი ცა არს სამყარო, რომელი შეცულ არს სასუფეველისაგან] D). აჰა მაგალითიცა ქვეყნისა და ზღვისა, ესრეთ მგრგვალ არს და არა რასა ზედა(ნ) (რაზედ Cq) მდგომარე, არამედ თვით თავით თვისით მდგომარე ბრძანებითა ღ~თისათა (ღ~თისითა Cq) და ჰაერ(ი)თა (მიერ D) გარე–შეცული. ესრეთცა (ასეცა D) იტყვიან, ვითარმედ ერთსა ანგელოზთაგანსა (ანგელოზსა D) ეპყრას ძალითა (ჴელითა D) CD. ქვეყანა ერთი არს ოთხთა ნივთთაგანი. ჴმელი და გრილი და მძიმე და უძრავი. არამყოფობისაგან ყოფად პირველსა დღესა მოყვანებული ღ~თისაგან. რამეთუ დასაბამად იტყვიან: ქმნა თ~თნ ცა და ქვეყანა, რომელნიმე იტყვიან ჰაერ(თ)ა შინა მდგომარესა, რომელნიმე წყალთა ზედა დამტკიცებასა. ესე არა წინააღუდგებიან ურთიერთსა, რამეთუ ჯოჯოხეთი არს შუა კერძოსა ქვეყანისასა და იგი შეზღუდვილ არს კლდითა და მიწითა და გარე–შეცულ არიან წყალთა მიერ და მას ზედან არს რომელთამე ადგილთა ზღვა და რომელსამე ადგილსა ჴმელი. ვინადგან ბრძანა ღ~თნ: შეკრბ წყალი ეგე შესაკრებელსა ადგილსა თვისსა და გამოჩნდინ ჴმელი. ხოლო ქვეყანა ზღვითურთ მრგვალ არს და გარე–შეცული ჰაერითა სიმრგგვლე მისი. და ჰაერი შეცულ არს ეთერისა მიერ. არს სრულიად ზღვისა და ჴმელეთისა სიმგრგვლე მილიონი ორ ბევრი და ათას ექვსასი, სიგრძე მისი არს ერთი ბევრი და რვაასი მილიონი, სივრცე მისი არს ექვსი ათას რვაას ოცდაორი მილიონი, სიღრმე მისი არს სამი ათას ოცდათექვსმეტი მილიონი. აჰა მაგალითი ქვეყნისა ზღვითურთ, ესრე მრგვალ არს და არა რასა ზედა მდგომარე, არამედ ჰაერისა მიერ გარე–შეცული და მდგომარე თვით თავით თვისით ბრძანებითა ღ~თისითა შორის ჰაერთასა. ქვეყანა ზღვასა და ჴმელეთსა ორსავე ჰქვიან E.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9