* - <
[ {
Ֆ
ჩ< ჩა ჩბ ჩე ჩვ ჩი ჩლ ჩმ ჩნ ჩო ჩრ ჩუ ჩქ ჩჩ ჩხ ჩჳ
ჩუბ ჩუგ ჩუდ ჩუე ჩუკ ჩულ ჩუმ ჩურ ჩუს ჩუქ ჩუჩ ჩუხ

ჩუქება1

L. დაარე B.
Turk. ბაღიშლამაღ ZAa, ბაღიშლანმაღ B, ფეშქაშ E.
Arm. ბახშიელ Cb, ბაშხელ E.
ნიჭი, ბოძი და ძღვენი განიყოფებიან, რამეთუ ჩუქებაჲ არს სტუმარს რაჲ მასპინძელმან მისცეს რამე; ხოლო ნიჭი – უაღრესისაგან უდარესის მინაცემი; და ძღვენი არს მოყვარემან მოყვარეს ანუ სწორმა(ნ) სწორს შორით წარუგზავნოს, გინა უდარესმან უაღრესს მიუძღვნას, ანუ თვით მიართვას; ხოლო ბოძი არს პატრონმა რა თვის(ს)ა ყმასა თვისითა ჴელითა მისცეს რამე; კაცისა და უსტარისა გაგზანასაცა და ეგევითართა ბოძებად ვიტყვით ZA.

ჩუქება, ნიჭი, ბოძი და ძღვენი განიყოფებიან, რამეთუ ჩუქება არს სტუმარს რაჲც მასპინძელმა მისცეს; ნიჭი უაღრესისაგან უდარესის მინაცემი; ძღვენი არს მოყვარემან მოყვარესა ანუ სწორმა სწორს შორეთ წარუგზანოს, გინა უდარესმა უაღრეს მიუძღვნას, ანუ თვით მიართვას; ხოლო ბოძი არს პატრონმა ყმას თვისითა ჴელითა მისცეს; კაცის გაგზანასა და უსტარისასაცა ბოძებად ვიტყვით და ეგევითართა B. ჩუქება, ნიჭი, (+ ბოძი C) და ძღვენი განიყოფებიან: რამეთუ ჩუქებად ვიტყვით სტუმარი რა გაისტუმრონ, მასპინძლის(ა) სწორი იყოს, გინა უდარესი, ანუ (გინა CqD) უდიდესი მასპინძლისა მიერ(სა) მისაცემელსა; ხოლო ნიჭი უაღრესისაგან უდარესის(ა) საბოძვარსა; ხოლო ძღვენი იგი არს, მოყვარემან მოყვარესა (ანუ D), მოყვასმან ანუ სწორმა(ნ) სწორსა შორით წარუგზა(ვ)ნოს, გინა უდარესმან უაღრესს(ა) თვით მიუძღვნას, ანუ მონამან უფალსა თვისსა მიუძღვნას და ეგევითარ(ნ)ი; (+ ხოლო ბოძება იგი არს, პატრონმან ყმასა, უაღრესმან უდარესსა თვისითა ჴელითა მისცეს, ანუ მასთან მყოფთა სხვისა ჴელითა მისცეს, ანუ კაცი გაუგზავნოს საქმესა რასამე ზედა და წიგნი, მასცა ბოძებად ვიტყვით Cab) CD. განუმარტავია E.

 
1აქედან E ხელნაწერს აკლია ფურცლები.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9