* - <
[ {
Ֆ
ცა ცბ ცდ ცე ცვ ცთ ცი ცლ ცმ ცნ ცო ცრ ცუ ცქ ცხ ცჳ
ცებ ცეკ ცელ ცემ ცენ ცერ ცეც ცეხ

ცეცხლი

L. ინეს B, ჳოქო B.
Turk. ოდ ZAaBCaqD, ოთ Cb, ათეშ ZAaBCD.
Arm. ჰურ ZAaBCD, კრაკ ZAaBCD.
(+ 148, 8 ფსალმ. ZA) ცეცხლი არს ერთი ოთხთა კავშირთაგანი, სუბუქი და უზეაღმავალეს(ნ)ი სხვათა, მწველობითი და განმანათლებელობითი, მჴურვალი და ჴმელი პირველსა დღესა დაბადებული შემოქმედისა მიერ. ხოლო ცეცხლი რა (+ პირველ B) ტალკვესისაგან იშვების, ეწოდების წინწკალი; ხოლო რა ცეცხლი (+ ნივთსა ZA) აღედვას, ანადენსა ეწოდების ალი და ზე აღნადენს(ა) წინწკალს(ა) – ნაბერწყალი; უკეთუ ცეცხლით მრავალ(ი) (მრავლად B) ნაბერწყალი გამო(ჰ)კრთა, ეწოდების ბურჯღული; ერთს(ა) ნაკვეთს(ა) ცეცხლისა(სა) – ნაკვერცხალი; ხოლო მრავალ ნაკვერცხალსა – ღველფი; ნაკვერცხალსა და ნაცარსა (ნაცართა B) აღრეულსა (აღრეულთა B) - ღადარი (ღადარა B); მცირესა ნაკვერცხალსა – დაკვლი, ნაკიდებთა შეშათა (შეშათა ნაკიდებთა B) – მუგუზი; უკეთუ მთათა და ველთა ცეცხლი აღეგზნა – ხანძარი ZAB.

ცეცხლი არს ერთი ოთხთა ნივთთაგანი, სუბუქი და უზეაღმავალესი (უზიაღმავალესი Cb) სხვათა, მწველობითი (+ და C) განმანათლე(ბე)ლობითი, პირველსა დღესა დაბადებულ(ი) შემოქმედისა (ღ~თისა Cb) მიერ, მჴურვალე და ჴმელი, ხოლო ცეცხლთაცა ესრეთ განყოფილად სძეს სახელი: პირველად ოდეს გამოჰჴდების (გამოჰჴდეს CqD) კვესისა და კაჟისა (+ მიერ Cab) კვეთებითა, მას ეწოდების წინწკალი; ხოლო რა(ჲ) ცეცხლი აღედვას და ზე აღმა წინწკალი ადიოდეს, ეწოდების ნაბერწყალი; უკეთუ ნაბერწყალი მრავალი გამო(ჰ)კრთეს ცეცხლისაგან (ცეცხლთაგან CqD), მას ეწოდების ბურჯღული და ერთსა ცეცხლთაგანსა – ნაკვერცხალი (+ ეწოდების CqD); ხოლო მრავალ ნაკვერცხალსა – ღველფი; ნაკვერცხალსა და ნაცართა (ნაცარ D) აღრეულთა (ნარევსა CqD) – ღადარი; (+ ხოლო C) მცირესა ნაკვერცხალსა – დაკვლი: ზე აღმავალსა ცეცხლსა – ალი: ხოლო შეშათა ნაკიდებსა (ნაკიდებთა Cb) – მუგუზი, (+ და C) უკეთუ მთათა და ველთა ცეცხლი აღეტყინა (აღეტყინოს CqD) – ხანძარი CD.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9