* - <
[ {
Ֆ
ცა ცბ ცდ ცე ცვ ცთ ცი ცლ ცმ ცნ ცო ცრ ცუ ცქ ცხ ცჳ
ცხა ცხე ცხვ ცხი ცხო ცხრ ცხუ ცხჳ

ცხიმი

(+ ესე ZA; + ცხიმი ZB) ზოგადი სახელი არს ყო(ვ)ელთა ცხიმიანთა, ხოლო ცხიმიანნი განიყოფებიან ცხრად: კარაქად, ერბოდ, ჩუმად, ქონად, ცმელად, დუმად, ჭენჭად, ზიპად და ზეთად: კარაქი არს ცხიმი ახალი, ერბო დაუმარილებელი, და ოდეს კარაქი დაიმარილოს (დაიმარილა B), უწოდენ ერბოს(ა); ჩუმა არს ერბო, არა მაწონთაგან, არამედ სძისაგან გამოღებული ერბო; ქონი არს (+ ცხიმი B) ცხო(ვ)ელთა გვამთანი სიმსუქნე გარდადნობილი; ხოლო ცმელი – იგივე ქონი გარდუმდნარი (გარდაუდნობელი B); დუმაჲ არს ცხოვართა, თაჴვთა და ეგევითართა კუდთაგანისა ცხიმი, გინა აქლემთა ზურგის ქონი; ჭენჭი არს ცხიმი მწვადთა მწვეთარ(ე)ობისაგან და მისთანი (მისთანანი B); ზიპა არს ცხიმი თევზთა, რამეთუ ქონსა თევზთასა (ქონთა თევზისათა B) არა ეწოდებიან (ეწოდება B) ქონი, არამედ ზიპა; ხოლო ზეთი არს ცხიმი, ზეთი(ს)–ხილთა, ნუშთა, ნიგოზთა და მისთანათა (რაიც მისთანანი არიან B), გინა ბალახთა თესლებისაგან გამოიწურვიან; ხოლო (+ და B) სუთი არს გავის ქონი ZAB.

ცხიმი ზოგადი სახელი არს ყოველთა ცხიმიანთა, ხოლო ცხიმიან(ნ)ი განიყოფებიან ცხრად: კარაქად, ერბოდ, ჩუმად, ქონად, ცმელად, დუმად, ჭენჭად, ზიპად და ზეთად: კარაქი არს ცხიმი ახალი, ერბო დაუმარილებელი და ოდეს კარაქი დაიმარილოს (დაიმარილების Cb), არღარა ეწოდების კარაქი, არამედ ერბოჲ; ჩუმაჲ არს ცხიმი არა მაწვნისაგან(ი), არამედ სძისა მიერ გამოღებული ერბო; ქონი არს ცხიმი ცხოველთა გვამთაგან სიმსუქნე გარდადნობილი; ცმელი არს ცხიმი იგივე სიმსუქნე (სიმსუქნის CqD) ქონი გარდ(ა)უმდნარი; დუმაჲ არს ცხიმი ცხოვართა (+ და Cab) თაჴვთა კუდი და ეგევითართაგანისა (~ და ეგევითართა კუდთაგანისა CqD), გინა აქლემთა ზურგის ქონი: ჭენჭი არს ცხიმი მწვადთა და ყოველთა და მისთანათა(ს) მწვეთელობითი; ზიპა(ჲ) არს ცხიმი ქონი ყოველთა თევზთა, რამეთუ ქონსა თევზთასა არა ეწოდების ქონი, გინა სხვა(ჲ) რამე, არამედ ზიპა. ხოლო ზეთი არს ცხიმი მცენარეთა მიერი: ზეთის–ხეთა (ზეთის–ხილთა D) ნუშთა, ნიგოზთა და გულიანთა ხილთა(ნი) და ბალახთა თესლთა(ნი) და ეგევითართა(ჲ); (+ სუთი არს გავის ქონი C) CD.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9