* - <
[ {
Ֆ
წ< წა წბ წდ წე წვ წთ წი წკ წლ წმ წნ წო წრ წუ წყ წჳ
წჳვ წჳმ წჳნ

წჳმა4

L. ლაპიოჯა B.
Turk. იაღმურ ZAaB, იაღიშ CD.
Arm. ანძრევ ZAaBCD.
(5, 6 ესაია) მზის(ა) შარავანდედი მიწათა და წყალთაგან აღიღებს ცვართა და შერთავს ღრუბელთა და (+ რა Ab) ღრუბელი ვეღარ დაიტევს, ჩამოადენს წვიმათა. წვიმათა სახელნიცა განიყოფ(ებ)იან: ცვარი არს სინოტივისაგან ჰაერისა უღრუბლოდ მოსული ღამით და დილეულ ფურცელზედ მდგარი; ნიჟი არს ცვარის(ა) უმცირესი ნაწილი და ღვაფი ცვარისა უდიდესი; თქორი არს წჳმა წვლილი და კაცთაგან ძნიად სახილავი; თქეში – უსხოსი თქორისა, ვითარცა აღნაცარი რამე; ფრუტი არს თქეში ნისლოვანი; ჟღმურტლი (+ არს Z) ფრუტისა უდიდესი და უფროსად ნისლოვანი; დელგმა არს წვიმა დიდი და გვიან მომდარებელი; ისხარი – წვიმა სწრაფი და ადრე მომდარებელი; ღლოფო – წვიმა დიდი და დამაბნელებელი და ღვაროვანი; ქარიშხალი არს ქარნარევი ძლიერი წვიმა; შხაპი არს ანაზდი და ჩქარი წვიმა; ხოლო ხეთა ფურცელნი რა წვიმას იტვირთავს და შემდგომად წვეთას დაიწყებს, ლეშხსა და ჟვავს(ა) უწოდენ ZA.

(5, 6 ესაია) მზისა შარავანდედი წყალთა და მიწათაგან აღიღებს ცვართა და შერთავს ღრუბელთა და, რა ღრუბელი ვეღარ იტვირთავს, ჩამოადენს წვიმათა. წვიმათა სახელნიცა ესრეთ განიყოფიან: ცვარი არს სინოტივისაგან ჰაერისა უღრუბლოდ მოსული ღამით და დილეულ ფურცელთა ტვირთული; ნიჟი არს ცვარისა უმცირესი ნაწილი და ღვაფი – ცვარისა უდიდესი; თქორი არს წვიმა წვრილი და კაცთაგან ძნიად სახილავი; თქეში – უსხო თქორისა, ვითარცა აღნაცარი რამე; ფრუტი არს თქეში ნისლოვანი; ჟღმურტლი – ფრუტის უდიდესი და უნისლოვანესი; დელგმა არს წვიმა დიდი და გვიან მომდარებელი; ისხარი – წვიმა სწრაფი და ადრე მომდარებელი; ღლოფო – წვიმა დიდი და დამაბნელებელი და ღვაროვანი; ქარიშხალი არს ქარ–ნარევი ძლიერი წვიმა; წხაპი არს ანაზდი და ჩქარი წვიმა; ხოლო ხეთა ფურცელნი რა წვიმასა იტვირთვენ და შემდგომად წვეთას დაიწყებს, ლეშხსა და ჟვავს უწოდენ B. ჰაერი მჴურვალე არს და, რა მისი ორთქლი მიიწევის ვიდრე ღრუბლა(დ)მდე, ღრუბლისა მიერ ორთქლი იგი მიიზიდავს (მოიზიდავს CqD) წყალთა, რამეთუ ღრუბელი ნოტიო არს ზღვისა მიერ და, რა სიცხე მზისა ეკვეთების ჰაერსა, დადნების და წყალი ჩამოედინების; მეორედ ესრეთ მზისა შარავანდედი რა დაადგ(რ)ების წყალთა და მიწათა, მათ მიერ აღიღებს ცვართა და შე(ჰ)რთავს ღრუბელთა (ღრუბელსა CqD), რა მზისა სიმჴურვალე დააცხუნებს (დაადგების D), ღრუბელი ვეღარ (ვერღარა CqD) თავს–იდებს ტვირთვად და ჩამოადინებს წყალთა. (+ და Cab) თუმცა უმეტესი სიმჴურვალე დაადგრა, უდიდესი წვიმა ჩამოედინების. წვიმანიცა განიყოფებიან ათად (ცხრად CqD): ცვარად, (+ ღვაფად Cab), ნიჟად, თქორად, თქეშად, ფრუტად, ჟღმურტლად, ღლოფად, ისხარად (+ და Cab) დელგმად: ცვარი არს ჰაერისა მიერ უღრუბლოდ მოსული ღამით და დილეულ ფურცელზე(დ) (ფურცელსა ზედა CqD) ხილული; (+ ღვაფი არს ცვარისა უდიდესი; ხოლო Cab) ნიჟი (+ არს CqD) ცვ(ა)რისა უმცირეს(ი) ნაწილი; თქორი არს წვიმა წვლილი და კაცთა მიერ ძნიად სახილავი; თქეში არს წვიმა უსხოსი თქორისა, ვითარცა აღნაცარი ზეცით მომავალი; ფრუტი არს წვიმა ნისლოვანი და თქეშნარევი; ჟღმურტლი არს უდიდეს(ი) ფრუტისა (+ და CqD) ჴშირნისლოვანი; (+ ფოშფოში არს თხელი ნისლი Cb); ღლოფო არს წვიმა დიდი (მცხვედი D) და ღვარო(ვ)ანი; ისხარი არს წვიმა მსთვადი, ძლიერი და ჩქარი, რომელსა დარ(ნ)იცა სწრაფით მოჰქონდეს, უკმო–რა–სწყდეს (უკმო–რე–სწყდეს CqD); დელგმა არს წვიმა დიდი და დამაბნელებელი ჰაერისა, ქარნარევი, ვიეთნი ქარიშხალად სახელ–სდებენ მას; ხოლო ღვარსა სეტყვისასა (სეტყვიანსა CqD) ღლოფად უწოდენ; ხოლო ტევრნი და ხენი რა წვიმათა (+ ცვართა C) იტვირთვენ და (+ იგი CaqD) შემდგომად წვიმათასა დაიწყებენ წვეთასა, ლეშხსა და ჟვავსა უწოდთ, ვითარცა სხვათა რომელთასა წვეთსა CD.

 
4ნუსხებშია: "წვიმა".
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9