* - <
[ {
Ֆ
წ< წა წბ წდ წე წვ წთ წი წკ წლ წმ წნ წო წრ წუ წყ წჳ
წყა წყე წყვ წყი წყლ წყმ წყო წყრ წყუ

წყარო

L. ფუთანი B.
Turk. ბულახ ZAaBCD.
Arm. ახპირ ZAaBCD.
(2, 6 დაბად.) ზღვათა და მდინარეთაგან განვლიან სოროთა ქვეყანისათა და ზღვისა სიმწარესა ქვეყანა დასწურავა და შესვამს და ვითართა ადგილთა განვლიან წყარონი, კეთილთა ანუ ცუდთა, ეგევითარნი იდენებიან გემოთა და, უკეთუ გოგირდისა ლითონთა განვლო, ტფილ(ნ)ი იქ(მ)ნებიან წყარონი ვითარცა მდუღარე; უკეთუ მდინარისა მახლობელად, მისგანვე გამოდიან წყარონი, არა უწოდთ წყაროდ, არამედ ფშად; ვიეთთა ჯურღმულიცა წყაროდ აღუწერიათ. (+ და ZAa) რა წყარონი შეკრბებიან და ჩავლიან, ჴევი ეწოდების; და ჴევები რა შეერთდებიან, მდინარე შეიქმნების; უკეთუ წყალი მაღალთა კლდეთა ჩა(ს)დის – დანჩქერი; და დაბალთა კლდეთა ჩამდენსა – ჩანჩქერი; ხოლო ლოდნართა მჩქერვალოსა – გოჩგოჩანა; სადა ღრმად და მდოვრედ მიდის – ლუბრმა; და სადა წყნარად და არა ლუბრმად დიან – მონიო; სადა მჩქერვალო დაწყნარდების და ერთსა ადგილსა დაღრმავდების – მორევი; დანჩქერი ღრმად ჩაიჭრების და აღმოდუღილივით ზე აღმოიჭრების – ზვირთი; სადა მონიო წყალი ჩაიღვლარჭნება – ჭევლი; სადა მდინარეთა გასავალია – ფონი; სადა მდინარენი დასრულდებიან, წყალთა მათ შესაკრებელსა უწოდენ ზღვასა; სადა ზღვა დავიწროვდება – სრუტსა; სადა გარე შემოევლების, უწოდენ ტბასა; ცუდსა მცირესა ტბათაგანსა – ტბორე(სა) ZA.

(2, 6 დაბად.) ზღვათაგან და მდინარეთაგან განვლიან სოროთა ქვეყანისათა და სიმწარესა ქვეყანა დასწურავს და შესვამს და ვითართა ადგილთა განვალს წყაროდ, კეთილთა ანუ ცუდთა, ეგევითარნი იდინებიან. უკეთუ გოგირდისა ლითონთა განვლო, ცხელი იქმნების წყარონი; უკეთუ მდინარისა მახლობელად დიან წყარონი, მისვე მდინარისაგან გამონაწოვნი, არა უწოდთ წყაროდ, არამედ ფშად; ვიეთთა ჯურღმულიცა წყაროდ აღუწერიათ; რა წყარონი შეკრბებიან და ჩავლიან, ჴევი ეწოდების; და ჴევები რა შეერთდებიან, მდინარე შეიქმნების; უკეთუ წყალი მაღალთა კლდეთა ჩასდის – დანჩქერსა; და დაბალთა კლდეთა ჩამდენსა – ჩანჩქერს უწოდენ; ხოლო ლოდნართა ზედა მჩქერვალოსა – გოჩგოჩანასა, სადა ღრმად და მდოვრედ მიდის – ლუბრმათა და სადა წყნარა დიან და არა ლუბრმად – მონიოსა; სადა მჩქერვალო დაწყნარდების და ერთს ადგილს დაღრმავდების – მორევსა; სადა ჩანჩქერი ღრმად ჩაიჭრება და აღმოდუღილივით აღმოიჭრება – ზვირთსა; სადა მონიო წყალი ჭაიღვლარჭნება – ჭევლსა; სადა მდინარეთა გასავალია – ფონსა; სადა მდინარე დასრულდება, წყალთა შესაკრებელსა, უწოდენ ზღვასა; სადა ზღვა დავიწროვდება – სრუტსა, სადა გარშემოევლება, უწოდენ ტბასა; ცუდსა მცირესა ტბათაგანსა – ტბორესა B. სოლომონ იტყვის წყაროთათვის: ზღვათა მიერ წყალნი განვლიან სოროთა ქვეყანისათა და რაოდენი სიმლაშე და სიმწარე აქვან წყალსა ზღვისასა, ქვეყანა დასწურავს და შესვამს და წყალსა განავლენს ადგილსა საჴდომელსა, ვითარ(ი) შეჰგვანდეს, ადგილი კეთილი, გინა ცუდი, ადგილი ბოროტი, გინა ბიციანი, მსგავსსა (მსგავსთა D) მათთა ადენენ; უკეთუ სოროანთა სადამე დაემთხვა ლითონ(ნ)ი გოგირდისა(ნი) (გოგირდთანი Cq), წყარონი ცხელნი გამოვლენ მუნ(ით) მისგან. [+ ხოლო წყარონი მას ეწოდებიან, სადა კლდეთა და ქვეყანათა შორის გამოეცენებიან; ხოლო მდინარეთა კიდეთა ახლოს უკეთუ მისვე (მასვე Cq) მდინარეთა მიერ გამოწოვნილნი გამოვიდოდენ, არა ეწოდების წყარო, არამედ ფშა; რა წყარონი შეკრბებიან და წყალნი მომდინარე შეიქმნებიან (შეიკრიბიან Cq) და შეერთდებიან, ეწოდების (ეწოდებიან Cq) მდინარე; ხოლო მდინარე სადა კლდეთა მაღალთა გარდმო(ს)დის, ეწოდების დანჩქერი; და დაბალთა კლდოვანთა (კლდეთა Cq) ზედა ჩანადენთა – ჩანჩქერი; ხოლო ლოდებთა ზედა(ნ) ჩქარა მდინარეთა (მინადენთა Cq) მჩქერვალო; სადა ვაკეთა წყნარად დიან (+ და Caq) ღრმად და უყიანად ლუბრმა (+ ეწოდების Cab); სადა წყნარ(ა) დიან და არა ლუბრმად – მონიო; ხოლო სადა მჩქერვალო დაწყნარდეს და ღრმა იქმნეს – მორევი; სადა ჩანჩქერი ღრმად ჩაიჭრებოდეს და აღმოდუღილივით აღმოიჭრებოდეს – ზვირთი; სადა მონიო ჩაიციმციმებდეს და ჩაიღვლარჭნებოდეს – ჭევლი; და დასასრულ, სადა წყალთა შესაკრებელი არს, ზღვად სახელ–ვსდებთ; ხოლო სადა ზღვათაებრ უდინრად (უძრავთა Cq) და გარ თვალით შემოსაწერთა და უმცირესთა(ცა) უწოდთ ტბასა; და ცუდსა (ცუდთა Cq) და მცირეთა ტბათაგანსა – ტბორეთა; (+ ხოლო დიდთა მდინარეთა,სადა კაცთა მიერ განვლად შესაძლებელ არს, უწოდთ ფონსა Cab) C] CD.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9