(31, 37 დაბად.) ჭურჭელი ზოგადი სახელი არს ყო(ვ)ელთა ჭურჭელთა, ხოლო ესე ჭურჭელ(ნ)ი განიყოფებიან ათხუთმეტად: იარაღად, გვარდაკად, ლა(ნ)კანად, ჯამად, საღვინედ, წედად, სარწყულად, ვაშკარანად, ზარდახშად, ფუკად, სფირიდად, ჭურად, საწყავად, შარაგულად.
იარაღი არს აბჯარნი და საჭურველნი და ჭურჭელნი მჭედელთა, ხუროთა, კალატოზთა და ყო(ვ)ელთა ჴელოსანთანი;
გვარდაკი არს ჭურჭელი საგბოლელი: ქვაბი, სიავი, კარდალა, ტაფა, ქოთანი, კოჭობი და მისთანანი;
ლანკანი არს ჭურჭელი ილეკროსი: თეფში, ფეშხუმი, ბარქაში, ფიალი, ტაშტი და მისთანანი;
ჯამი არს ჭურჭელი ნოტიოთა: ბადია, ლოდა, ლოდაკი, უსკურა, პინაკი, ფილჯამი და მისთანანი;
საღვინე არს: სურა, საწდე, დასტი და მისთანანი;
ჭურნიცა და
წედანიცა საღვინედ ითქმის (ითქმიან Ab);
წედა არს ჭურჭელი სასმისი: ფიალა, თასი, ბარძიმი, სირჩა, ჩარა, ბიდახი, სტაქანი, დოსტაქანი, ორთომელი, კვანჩხი, სარიოში, ყანწი, კულა და მისთანანი;
სარწყული არს ჭურჭელი წყალთა: იათუღი, გოვზაკი, სტამნი, კუტალი, წურწუმა, წყლის–საქანელი, მათარა, თასუხა და მისთანანი;
ვაშკარანი არს შთასადებელი ქსო(ვ)ილი ჭურჭელი: გვალაგი, ტომარა, მანდიკი, მახალი, მახალაკი, შულდაკი, ხალთა, ჩაჴვი, ბალანტი, თალისა, ხილინდარი, ჯუზდანი, ჩალათა, თალია და მისთანანი:
ზარდახშა არს მაგარი შთასადებელი: კიდობანი, სკივრი, კოლოფი, მოთხე, ბოყვი, ჯღრე და მისთანანი;
ფუკა არს ჭურჭელი ძელთაგან თლილი: ტაბაკი, სიფლი, რობა, როგო, ხის თეფში, მოდი, გობი, ყარყარა, კოდი, ტაგანა, კოკა, კუტალი და მისთანანი;
სფირიდი არს ჭურჭელი ნათხაზი ბაიათა, ჭილთა, ხრალთა
1 და მისთანათაგან;
ჭური არს კეცთაგან ჭურჭელი: ქვევრი, ყვიბარი, ქოცო, ხალანი, დერგი, ლაგვინი, ლაგვინარი და მისთანანი (ეგევითარი B);
საწყავი არს ჭურჭელი ყო(ვ)ელთა მარცვალთა და ნოტიოთა აღსაწყავი: კოდი და მისთანანი, კოკა, ჩაფი და მისთანანი;
შარაგული არს ჭურჭელი დაწნული [+ წკეპლითა (წკებლითა Ab) და ღვედკეცითა, რაჲც არის ZA]
2 ZAB.
ჭურჭელი ზოგადი სახელი არს ყოველთა ჭურჭელთა, ხოლო ჭურჭელ(ნ)ი ესე განიყოფებიან ათოთხმეტად (ათსამეტად Cb): იარაღად, (+ ტერად CaqD), გვადრაკად, ლანკანად, ჯამად, საღვინედ, წედად, სარწყულად, ვაშკარანად, (+ ფუკად C), სფირიდად, ჭურად, საწყავად და შარაგულად: იარაღი არს ჭურჭელნი რკინისანი, ზოგი–რე ხისანი (ხისაცა D), აბჯარნი და ყოველ(ნ)ი საჭურველ(ნ)ი კაცთანი, ჭურჭელ(ნ)ი მჭედელთა(ნი) და ოქრომჭედელთა(ნი), ხუროთა (+ და Cab) გალატოზთა(ნი) და ყოველთა ჴელოსანთა, რაჲც(ა) მოქმედი იყოს; [+ ტერი არს ჭურჭელი ქვეშსაფენ(ელ)ი (+ და C) საგებელი: ორხავა, ძოლო (+ ნოხი C), ფიჩვი, ტაბასტო, ნაბადი, თაქნაბადი, თექა, ქუნთი, საბანი, შატქუნი, ხირაული და ეგევითარნი რანიცა CaqD; გვადრაკი არს ჭურჭელი საგბობელი: ქვაბი, სიავი, ჩალხანა, ტაფა, ტაფაკი, კარდალა, ქოთანი, კოჭობი და მისთანანი; ლანკანი არს ჭურჭელი სატაბლე: თეფში, ფეშხუმი, ბარქაში, ფილი, ტაშტი და მისთანანი; ჯამი არს ჭურჭელი წნო(ვ)ანთა საჭამადთა(ნი): ბადია, ლოდა, ლოდაკი, უსკურა, პინაგი, ფილჯამი, და მისთანანი; საღვინე არს ჭურჭელი ღვინისა: სურა, საწდე, ქიშა, ფარჩი და მისთანანი, ჭურნი და წედანიცა საღვინედ ითქმიან; წედა არს ჭურჭელი სასმისი: ფიალა, თასი, ბარძიმი, სირჩა, ჩარა, ბიდახი, დოსტაქანი, დევატაფა, ორთომელი, კვანჩხი, სარიოში, კათხა, ყანწი, ქარაჴსი, კულა და მისთანანი; სარწყული არს ჭურჭელი წყალთა: იათუღი, გოვზაკი, სტამნი, საპფორი, კუტალი, კუმკუმა, წურწუმა, წყლი(ს)–საქანელი, მათარა (+ თასუხა C) და მისთანანი; ვაშკარანი არს ჭურჭელი შთასადებელი: გვალაგი, ტომარა, ველავარკი, მანდიკი, მახალი, მახალაკი, შულდაკი, ხალთა, ტავარჯუხი, ჩაჴვი, ბალანტი, თალისა, ხილინდარი, ჯუზდანი, ჩალათა, ჯალდანი და მისთანანი; ფუკა არს ჭურჭელი ხეთა (ხეთაგან D) ხვეწილთა (ხვეწილი CqD): ტაბაკი, რობა, გობი, როფი, ხის თეფში და ჯამი, მოდა, (კოკა D), როგო, ყარყარა, კასრი, მათხირი, ტა(დ)განა, კოდი, (+ ხის კოკა, კუტალი და მისთანანი C; + ყოველი ხეთაგან ხვეწილი D); სფირიდი არს ჭურჭელი ნათხაზი ჭილისაგან და ბაიასა(გან) (ბაიისაგან Cb), (+ და CaqD) ხის ქერქისაგან: ზამბილი, ზმილაკი (მზილაკი Ca) და ყოველივე თხზული; ჭური არს ჭურჭელი კეცისაგანი: ქვევრი, ყვიბარი, ქოცო, ხალანი, დერგი, ლაგვინი, ლაგვინტარი (ლაგვინარი Cb) და ყოველი(ვე) ეგევითარ(ნ)ი; საწყავი არს ჭურჭელი ასაწყველი: ჩაფი, რომელ არს გვერდი, სათველი, ქსესტი, დოქი, დორა, დორაკი, კასრი, გორა, ჭარიკი, ვადო, ხოისი, რომელ არს მარი, სატა, ლიტრა, მეტრო, კოდი, კაბიწი, ქილაკი, გუში, კოდიკი და მისთანანი; შარაგული არს ჭურჭელი წვლილის წკეპლითა (წკეპლისა D) და ბ(რ)წკლითა თლილითა წნული ანუ ლერწმისა (ლერწმითა D; + ნახევითა C) ანუ (და D) ჩალითა (და)წნული: გოდორი, კალათი, გიდელი, აშარული, სკნისკი [+ კიშტე, (+ ყობული Cab) C] და რა(ნ)იც მისთანა(ნი) არიედ (არიან CqD) CD.