ხილი ეწოდების წალკოტთა მყოფთა ხილთა ხეზე სხმულთა, ქერქ–რბილთა, ვითარცა ვაშლთა. ბროწეულთა, ყურძენთა, ლიმოთა და მისთანათა; ხოლო
ხული – ქერქ–მაგართა, ვითარცა ნუშთა, ნიგოზთა, წაბლთა, ნაჟვთა და მისთანათა; ხოლო
ხმილი – ბალახთა ზედა მობმულთა, ვითარცა ნესვთა, მელსაპეპონთა, მარწყვთა, კიტრთა და მისთანათა; ხოლო
ხიჩატელი – ველურთა ტყეთა შიგან უმუშაკოდ მოსულთა ხის ნაყოფთა ZA.
ველური ხილი. კაცთ ნამუშაკევთა და წალკოტთა მდგართა ხილი ეწოდება; ხოლო ველურთა და უმუშავართა – ხიჩატელი; ბალახთა მობმულსა ხილსა – ხმილი, რომელ არს ნესვი, კიტრი, მარწყვი და მისთანანი; ხოლო ხული – ჴმელთა ხილთა, ნიგოზთა, თხილთა, წაბლთა და მისთანათა. კაკრა B. ხიჩატელად იწოდებიან ყოველი ხილი ველური, ხოლო ხილად – წალკოტთა მდგარი და კაცთაგან ნამუშაკევი C. ხიჩატელად იწოდების ხილი ველური ყოველივე, ხოლო ხილად წალკოტსა მდგარი D.