კათიღორიაში ჰპოო ZAB.
ხუთნი ჴმანი, რომელ არიან ფილასოფოსობის(ა) გზანი და სწავლის კლიტენი: ა) არსება, ბ) ნათესავი, გ) ვითარება, დ) რომელობა, ე) შემთხვევითი. ამათთვის კათიღორია იკითხე (+ და Cab) გასწავლის (გასწავებს CqD). სხვა ხუთნი ჴმანი, რომელთა იტყვიან ფილასოფოსნი: ნათესავი, სახე და ამათ საშუალ(ი) გა(ნ)ყოფილებაჲ, განთვისებული და შემთხვევითი. იმცენ განმარტება ხუთთა ჴმათანი2, ვითარმედ, ნათესავი სადამე არს დანიშვნითი ჴმაჲ მრავალთა და სახითა განყოფილთად რაარსობისა შორის შესმენილი; ხოლო განყოფილებაჲ დანიშნვითი (დანიშვნითი Cab) ჴმაჲ მრავლად და განყოფილთა სახითა, რომელ(ი) რაჲარსობის(ა) შორის(ი) შესმენილი; ხოლო სახე დანიშნვითი (დანიშვნითი Cab) ჴმაჲ მრავალთა და რიცხვით(ა) გა(ნ)ყოფილთად რაჲარსობისა შორის შესმენილი; ხოლო განთვისებული არს დანიშვნითი ჴმაჲ არსებითი ერთი სახისად შესმენილი; ხოლო შემთხვევითი არს ჴმაჲ დანიშვნითი მრავალთა და სახითა განყოფილთად, ვითარ ყოფისა შესმენილი CD3.