* - <
[ {
Ֆ
ჴ< ჴა ჴბ ჴდ ჴე ჴვ ჴი ჴლ ჴმ ჴნ ჴო ჴრ ჴს ჴუ ჴშ ჴჳ
ჴუა ჴუე ჴუვ ჴუმ ჴუნ ჴურ ჴუფ ჴუჱ

ჴურაობა

ეწოდების ცხენთა, ჯორთა, აქლემთა, პილოთა და ვირთა მამალ–დედლობისა აღრევათა; ზროხათა, კამბეშთა და ყურდგელთასა – მაკინტლობა; ცხოვართასა – ნერბვა; ნადირთასა – კერშილობა; ძაღლთა და მჴეცთასა – მძუვნობა; ფრინველთასა – პეპლვა; თევზთასა – ტულაობა; ფრინველთა ვიდრე დაპეპლვამდე განჴურვებასა ამრეზა ეწოდება (ეწოდების A) ZA.

ცხენთა, ჯორთა, ვირთა, აქლემთა, პილოთა მამალ–დედლობის აღრევასა ეწოდების ჴურაობა; ზროხათა, კამბეშთა და ყურდგელთასა – მაკინტლობა; ცხოვართასა – ნერბა; ნადირთასა – კერშილობა; ძაღლთა და მჴეცთასა – მძუვნობა; ფრინველთასა – პეპლვა; ფრინველთა ვიდრე პეპლვამდე განჴურვებასა – ამრეზი. თევზთასა ტულაობა ეწოდება B. ესე (ჴურაობა Cq) სახელი არს ცხოველთა მამალ–დედალთა დადედლების ჟამთა თანა აღრევისა: რამეთუ ცხენთა, ვირთა (+ და Cab) ჯორთა და აქლემთა და მისთანათასა ეწოდების (ეწოდებიან Cq) ჴურაობავე; ზროხათა, კამბეშთა და ყურდგელთასა ეწოდებიან (ეწოდების Cq) მაკინტლობა (მაკინრობა Cb); ცხოვართასა – ნერბვა; ნადირთასა – კერშილობა; მჴეცთა და ძაღლთასა – მძუვნობა; ფრინველთასა – პეპლვა; ხოლო ქორთა და შავარდენთა და მისთანათა ვიდრე პეპლვა(დ)მდე განჴურვებათა – ამრეზობა და შემდგომად – პეპლვავე; თევზთასა ეწოდების ტულაობა C.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9