* - <
[ {
Ֆ
ჴ< ჴა ჴბ ჴდ ჴე ჴვ ჴი ჴლ ჴმ ჴნ ჴო ჴრ ჴს ჴუ ჴშ ჴჳ
ჴუა ჴუე ჴუვ ჴუმ ჴუნ ჴურ ჴუფ ჴუჱ

ჴურთი

(26, 67 მათე) ჴურთი არს მჯიღი შეკონვილი, რომელ არს ქურჯვა; ჴურთი არს წკეპლები და ეკალნი შეკონვილი. ორითავე სცემდენ (სცემდეს Ab) მაცხოვარსა ZA.

(26, 67 მათე) ჴურთი არს მჯიღი შეკონვილი, რომელ არს ქურჯვა; ჴურთი არს წკეპლები შეკონვილი, ორითვე სცემდეს მაცხოვარსა B. ჴურთით ცემა გრიგოლი ღ~თისმეტყველის სხოლიო(ნ)სა შინა ეწერა. ჴურთით ცემა არს მჯიღი მიმოქცევითა თითთათა ძლიერად ტკივნებად შემძლებელი, რომელსა მსოფლიონი (+ ქურჯვად უწოდენო, ხოლო ქურჯვასა მას აწ მსოფლიონი Caq) ბლიკვსა უწოდენ. და მეტაფრასში (ნეტაფრასში Caq) ეწერა: "მოაქვნდა დედაკაცსა ჴურთი შეშისაო", – ესე შეკონვილი შეშა თქვა. მჯიღიცა, უკეთუ თითნი არა შეიკონა, არა არს მჯიღი; მჯიღითაც(ა) სცემდენ მაცხოვარსა, ეკლისა და ფიჩხის (შეშის Cq) კონითაცა, (+ ესე Cab) არა წინააღუდგების ერთმანერთსა (ესე Cq) C. ხურთით ცემა გრიგოლი ღ~თისმეტყველის სხოლიონში ეწერა. ჴურთით ცემა არს მჯიღი მიმოქცევითა თითთათა ძლიერად ტკივნებად შემძლებელი, რომელსა მსოფლიონი ქურჯვად უწოდენ. ნეტაფრასში ეწერა: "მოაქვნდა დედაკაცსა ჴურთი შეშისაო", შეკონვილი შეშა თქვა; მჯიღიც უკეთუ არა შეიკონა, არა არს მჯიღი. ორითავე სცემდეს მაცხოვარსა და ერთმანერთს არა წინა–აღუდგების D.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9